რეზონანსი
06.01.2023

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. ნალექი, მთაში და მაღალ მთაში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი. მკვეთრად დაეცემა ტემპერატურა. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე კი ხილვადობა გაუარესდება.

ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.

უამინდობა რამდენიმე დღე გაგრძელდება, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ საქართველოში. 15 იანვრამდე ამინდის გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×