რეზონანსი
23.12.2022

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 104,9 ათასი ტონა, რაც 2,1 ათასი ტონით, ანუ 2%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (107 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის პირველი 11 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 49,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 47,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 24,4 ათასი ტონა (23,3%); ერაყი - 22,9 ათასი ტონა (21,8%); რუსეთი - 4,4 ათასი ტონა (4,2%); თურქმენეთი - 3,8 ათასი ტონა (3,6%) და სხვ.

2022 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 39,0 ათასი ტონა, რაც 4,4 ათასი ტონით ანუ 12,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (34,6  ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,5%  (38,8 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×