რეზონანსი
07.12.2022

მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ბატონი კასიანოვის განცხადება თავიდან ბოლომდე იმ გეგმის შემადგენელი ნაწილია, რასაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა ჰქვია.

მისი თქმით, ნატოს წევრი 28 ქვეყნის შეიარაღება მიეწოდება უკრაინას, თუმცა კონფლიქტის ტერიტორიაზე ურთულესი ვითარებაა.

„ბატონი კასიანოვის განცხადება თავიდან ბოლომდე იმ გეგმის შემადგენელი ნაწილია, რასაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა ჰქვია. ნატოს წევრი 28 ქვეყნის შეიარაღება მიეწოდება უკრაინას და მაინც როგორი რთული ვითარებაა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ტერიტორიაზე. როგორო გგონიათ, უკრაინისთვის საქართველოში, რა სამხედრო ტექნიკა არსებობს ისეთი, რომელიც შეიძლება გამოეყოს უკრაინას და სერიოზული წინააღმდეგობა გაეწიოს რუსეთს. მიზანი ეს არ არის, მიზანია, როგორმე მხარედ დაფიქსირდეს საქართველო", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×