რეზონანსი
30.11.2022

შავი ზღვის რეგიონი, ჩვენთვის და ნატოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სტრატეგიული სფეროა - აცხადებს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და საქართველოსა და უკრაინას მოკავშირეებად მოიხსენიებს:

"ჩვენ გვყავს მოკავშირეები, რომლებიც ზღვისპირა სახელმწიფოები არიან, უკრაინა და საქართველო. რუსეთმა შავი ზღვის ეს ნაწილები ომის ზონად აქცია. ჩვენ ვნახეთ რუსების მიერ სამხედრო გემებიდან უკრაინის ქალაქების მიმართულებით გასროლილი რაკეტები. რუსულმა ძალებმა, დაბლოკეს უკრაინის პორტები, რამაც გამოიწვია სასურსათო უსაფრთხოების ყველაზე დიდი კრიზისი. საბედნიეროდ, გაეროს და თურქეთის მნიშვნელოვანი ძალისხმევით, შევძელით შავი ზღვის დერეფნის შექმნა. რუმინეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ექსპორტში, რათა მსოფლიოს გამოკვებაში დაეხმაროს. სვლას არ შევწყვეტთ და შავი ზღვიდან - ბალტიის ზღვამდე ნატოს მონაწილეობას კიდევ გავაძლიერებთ. შავი ზღვის რეგიონი ნატოს თავდაცვისა და ნატოს სტრატეგიისთვის კრიტიკული კომპონენტია." ამბობს ბლინკენი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×