რეზონანსი
29.11.2022

აშშ უკრაინას 53 მლნ დოლარს გამოუყოფს ენერგეტიკული სისტემის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters აშშ-ს- სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

თანხა სადისტრიბუციო ტრანსფორმატორებს, ამომრთველებს, დენის დამჭერებს და სხვა აღჭურვილობას მოხმარდება.

"ეს აღჭურვილობა სასწრაფოდ გადაეცემა უკრაინას, რათა დაეხმაროს უკრაინელებს ზამთარში გადარჩენაში", - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

უკრაინის ეროვნული ენერგეტიკული კომპანიის Ukrenergo-ს ხელმძღვანელის, ვოლოდიმირ კუდრიცკის განცხადებით, უკრაინაში რუსული სარაკეტო იერიშების შედეგად, ყველა დიდი თბოელექტროსადგური და ჰიდროელექტროსადგური დაზიანებულია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×