რეზონანსი
29.11.2022

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის ბრძოლა გავლენისთვის და ამ ბრძოლაში ჩართული არიან პარტიის ძველი, ოდიოზური სახეები, - ამის შესახებ ,,მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

დეპუტატის განცხადებით, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ არ გააჩნია იმის რესურსი, რომ აქციების გზით ხელისუფლების ცვლილება გამოიწვიოს.

,,ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარე მოვლენებზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა ერთი რამ ცხადია, იქ მიდის ბრძოლა გავლენისთვის და ამ გავლენისთვის ბრძოლაში ჩართული არიან ,,ნაციონალური მოძრაობის“ ძველი, ოდიოზური სახეები, მათ შორის ისინი, ვისაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დანაშაული აქვთ ჩადენილი.

,,ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ცალკე აღებულ პარტიას, არ აქვს ის რესურსი, რომ აქციების გზით გამოიწვიოს ხელისუფლების ცვლილება. ეს ელექტორალური რესურსი მას არ გააჩნია. რა თქმა უნდა, აქციების გამართვას ვერავინ ვერავის აუკრძალავს, თუმცა, ამას ვერ მოჰყვება ის შედეგი, რა შედეგსაც უანონსებენ მოქალაქეებს და ის თამასა, რომელიც კიდევ ერთხელ იქნა აწეული, ჩემი აზრით, მისი ამომრჩევლისთვის იმედგაცრუება იქნება“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×