რეზონანსი
09.10.2022

სტალინი და ვიშინსკი 30-იან წლებში, როცა ხალხს მასობრივად ხოცავდნენ და აწამებდნენ ვერ ბედავდნენ კანონის პერსონალიზაციას. და ახლა, 21-ე საუკუნეში ადამიანებს უნდათ, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი ჩაიწეროს კანონში. ხვდებით, სადამდეა ხალხი მისული? - ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა „იმედის კვირასთან" საუბრისას განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს იმასაც, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" თანამოაზრეებთან ერთად, მთავარი დამფინანსებლის დაკარგვის ეშინია, რადგან ოლიგარქები აფინანსებენ მათ და მთავარი მათ შორის დავით კეზერაშვილია.

„მიხვდნენ, რომ საფრთხე შეექმნებოდა მათ ერთადერთ დამფინანსებელს და შემოჰკრეს განგაშის ზარი. ეს ბატონ კეზერაშვილს შეეხება, რომელიც, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის" ერთადერთ დამფინანსებლად გადაიქცა და იაფ ფასად, ე.წ. „სეილზე" ჩაიგდო [ხელში] „ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×