რეზონანსი
09.10.2022

მინდა იცოდეთ, რომ ყველა შინაგანი ძალის მობილიზაციით ვიბრძვი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის -, ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, გულშემატკივრების სოლიდარობა ჰმატებს მხნეობას და სულიერ სიმტკიცეს.

"მე ვიცი, რომ უსაზღვროდ ბევრი ადამიანი მგულშემატკივრობს საქართველოშიც, უკრაინაშიც და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ამისთვის უზომოდ მადლობელი ვარ. მინდა იცოდეთ, რომ ყველა შინაგანი ძალის მობილიზაციით ვიბრძვი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. თქვენი სოლიდარობა მმატებს მხნეობას და სულიერ სიმტკიცეს. როგორ სუსტადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვფიქრობ თქვენზე. თქვენდამი ჩემი სიყვარული აუცილებლად გადამარჩენს!კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უსაზღვრო რწმენის თქვენი, ღვთის და უკრაინის გამარჯვების!თქვენი მიშა",- ნათქვამია სააკაშვილის წერილში, რომელიც კლინიკა "ვივამედში" იმყოფება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×