რეზონანსი
03.10.2022

 

კახა ოქრიაშვილი 2023 ბიუჯეტის კანონპროექტის შესახებ მიმართვას ავრცელებს:

"პარლამენტში შემოვიდა 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი. მთავარი მაჩვენებელი - ეკონომიკის დაგეგმილი ზრდა 5 %-ია. სად არის ეკონომიკის არნახული, 15 %-იანი ზრდა?! წელს, ცხრა თვის მაჩვენებლით, წლიური ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა ლარში, 10%-ს აღემატება - ესე იგი უკან მივდივართ. მარტივი მათემატიკა გვიჩვენებს, რომ ჩვენი ეკონომიკა მინუსშია. აქვე, „ოცნება“ აანონსებს, რომ გაზრდიან ხელფასებს და პენსიებს - რის ხარჯზე ?! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ.

მანამ, სანამ ბატონ ივანიშვილს ექნება მიტაცებული ეს ქვეყანა,  უსამართლო სახელმწიფო სტრუქტურებით, სუს-ით, შსს-თი, მართლმსაჯულების სისტემით, რომლებიც მის პირად დავალებებს ასრულებენ, ანადგურებენ ოპონენტებს, ცდილობენ, დაიმორჩილონ ან გაანადგურონ წარმატებული ხალხი, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები,  ბიზნესმენები, თუ ნებისმიერი ნიშნით გამორჩეული ადამიანები, ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს!

ქვეყნის მომავალი საფრთხეშია - ივანიშვილი, თავისი ბანდით, ხელისუფლებიდან უნდა გავისტუმროთ. ეს ქართველი ხალხის ხელშია. ჩვენ გვჭირდება 15 %-იანი ეკონომიკური ზრდა და ამას შევძლებთ თავისუფალი, კომპეტენტური მთავრობის პირობებში!" - აღნიშნა ოქრიაშვილმა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×