რეზონანსი
05.09.2022

ძალიან კარგად იცოდა პრეზიდენტმა, რომ სამართლებრივად მისი პოზიციები იყო უსუსტესი და სწორედ ამიტომ დანიშნა ბაქრაძე ელჩად და დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ის, რაც პირველკურსელმა იცის ნებისმიერ საპარლამენტო ქვეყანასა და მონარქიებში, საქართველოში გახდა სადაო.

„ჩვენ შევიტანეთ სარჩელი, რომელიც უკავშირდებოდა დავით ბაქრაძის არდანიშვნას. ნახეთ რაშია საქმე, საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა სამართლებრივი სარჩელი და ძალიან კარგად იცოდა მან, რომ სამართლებრივად მის პოზიციები იყო უსუსტესი და სწორედ მაგიტომ დანიშნა და დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს. ბრიტანეთში რომ ჩახვიდე და ვიღაცას რომ უთხრა, მთავრობამ დედოფალს უნდა შეუთანხმოს ელჩები ან გერმანიაში რომ ჩახვიდე და უთხრა ვინმეს, რომ მთავრობამ პრეზიდენტს უნდა შეუთანხმოს ელჩები, სასაცილოდ არ ეყოფა არცერთ იურისტს, პირველკურსელს არ ეყოფა სასაცილოდ და ასეთი სასაცილო თემა გახდა სადისკუსიო.

საპარლამენტო რესპუბლიკაში ან მონარქიაში მთავრობა ნიშნავს ელჩებს, ყველგან აბსოლუტურად, იქნება ეს ინგლისის დედოფალი და ესპანეთის მეფე თუ გერმანიის და ბალტიისპირეთის რომელიმე რესპუბლიკის პრეზიდენტი და ფორმალურად აფორმებს ამას პრეზიდენტი ან მონარქი. ეს ელემენტარული ჭეშმარიტება, რაც პირველკურსელმა იცის ნებისმიერ ამ ქვეყანაში, საქართველოში გახდა სადაო.

ჩვენ სარჩელი იმიტომ შეგვაქვს, რომ ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ დღის წესრიგს, თორემ ის რომ არ დაუბრუნდება ჯანსაღ მდგომარეობას და დარჩება რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით, შემდეგი ორი წელი იქნება რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის" დღის წესრიგში, ეს ასე იქნება, მას აღარ აქვს უკვე რესურსი, რომ დაუბრუნდეს ჯანსაღ დღის წესრიგს", - განაცხადა ირაკლი კობახიძის.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გარკვეულმა ძალებმა გადაწყვიტეს, რომ სალომე ზურაბიშვილი დაახმარონ „ნაციონალურ მოძრაობას".

„ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ სალომე ზურაბიშვილი დაახმაროს „ნაცმოძრაობას", უაღრესად მიწიერ ძალებზეა საუბარი. „ნაცმოძრაობა" არ იყო გადამბირებელი, არ შეუძლიათ ელემენტარულად არავის გადაბირება. მართლა ვიძახი, რომ საკუთარ თავს ვერ გადაიბირებენ, ერთმანეთს ჭამენ სააკაშვილი, მელია... „ფეისბუქია" აჭრელებული ერთმანეთის გინებით, ვინ უნდა გადაიბირონ, საკუთარი თავისთვის ვერ მიუხედიათ. მე პირადად ვიცი ძალიან ბევრი რამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ მირჩევნია, რომ საერთოდ არაფერი ვთქვა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×