რეზონანსი
05.09.2022

ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 46-მდე გაიზარდა. 16 ადამიანი დაკარგულია.

მედიის ცნობით, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი სიჩუანის პროვინციის ქალაქ ლუდინგთან იყო. მიწისქვეშა ბიძგების შედეგად, რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა.

ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა პროვინციის დედაქალაქ ჩენდუშიც, სადაც 21 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და სადაც „კოვიდ-19"-ის გამო ლოკდაუნია გამოცხადებული.

სიჩუანის პროვინცია ტიბეტის პლატოს კიდეზე მდებარეობს, სადაც ტექტონიკური ფილები ერთმანეთს ხვდება. აღნიშნულ პროვინციაში მიწისძვრა ხშირი მოვლენაა. ივნისში ორ მიწისძვრას პროვინციაში სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×