რეზონანსი
05.09.2022

ამერიკულ ტელეკომპანია ABC News-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაინტერესებული არ არის რუსეთთან მოლაპარაკებებით.

„ეს ტერორისტებთან დიალოგის საკითხია. ჩვენ არ შეგვიძლია, ვერაფერს განიხილავთ ტერორისტებთან. ქვეყნების უმრავლესობას ესმის, რომ საქმე გვაქვს ტერორისტულ სახელმწიფოსთან იმის შემდეგ, რაც მათ გაუკეთეს ჩვენს ხალხს", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

„გაუპატიურების შემდეგ, წამების შემდეგ, მკვლელობების შემდეგ, მას შემდეგ, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ ბევრი გვამი, ეს არ არის ომი, ეს არის სუფთა ტერორიზმი, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ჩვენი ერის წინააღმდეგ და ჩვენი მიწის ოკუპაციის წინააღმდეგ. ასე რომ, ტერორისტებთან კომპრომისზე წასვლა არ შეიძლება. ტერორისტებთან დიალოგი არ შეგვიძლია", - განაცხადა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×