რეზონანსი
05.09.2022

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბორის ჯონსონთან შემაჯამებელი სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პირველი პირი „ტვიტერზე" ავრცელებს.

„გავმართე შემაჯამებელი საუბარი ბორის ჯონსონთან. უკრაინელი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადე პირადი სიმამაცის, პრინციპულობისა და გამორჩეული წვლილისთვის, რომელიც მან რუსეთის ფედერაციის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის პროცესში შეიტანა. მოუთმენლად ველი უკრაინის დიდ მეგობართან თანამშრომლობას, უკვე ახალი სტატუსით", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, დღეს ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის პოსტზე ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აირჩიეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×