რეზონანსი
05.09.2022

მცირეწლოვანმა შვილებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ ისროლა მამამ სანადირო თოფიდან და როგორ მოხვდა ტყვია დედას.

მეზობლები სოფელ ბოდბეში ცოლ-ქმარს შორის მომხდარ დეტალებზე საუბრობენ. ადგილობრივების თქმით, ჭრილობა ახალგაზრდა ქალს თავის არეში აქვს მიყენებული. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ნათია აბაზაძე კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანა.

ტრაგედიის ადგილას მისულ სამართალდამცველებს სავარაუდო დამნაშავე - ქალის მეუღლე, სახლში დახვდათ. შმაგი ხუნაშვილი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა. რა მოხდა ოჯახში, ზუსტად არ იციან მეზობლებმა, რომლებიც ცოლ-ქმარს კარგად იცნობენ, ისინი ირწმუნებიან, რომ ჩხუბის ხმა გასროლამდე არ გაუგიათ.

ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის ოფიციალურ მოტივად, შინაგანს საქმეთა სამინისტრომ უკვე დაასახელა ურთიერთშელაპარაკება.

27 წლის კაცი წინასწარი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის წარდგენას ელოდება. ადვოკატი საქმის დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს. ცნობილია, რომ შმაგი ხუნაშვილი დუმილის უფლებას იყენებს.

ნათია აბეზაძის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ. ახალგაზრდა ქალი რეანიმაციულ განყოფილებაშია და მედიკოსები მის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ.

27 წლის ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება, სამართალდამცველებმა ნივთმკიცების სახით ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი და სანადირო თოფი. მეუღლის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულისთვის, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შმაგი ხუნაშვილს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

"რუსთავი 2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×