რეზონანსი
15.08.2022

ქვეყანა ქუჩის თავდასხმების სერიამ მოიცვა. უცნობებმა გურამ არუთინაშვილს თავში ბოთლი ესროლეს. თავდამსხმელებს მისი საქმიანობა არ მოსწონდათ.

სამგორის მეტროსთან "ლიდერ ტვ-ის" წამყვანს ჯერ სიტყვიერი შეირაცყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ბოთლი ესროლეს.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციიის თანამშრომლები არიან მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„ვიღაც სამი ტიპი გადმოდიოდა გზის მოპირდაპირე მხრიდან, მათ შორის, ერთი იყო, რომელიც იმათზე წინ იყო და ანუ ჩემი მისამართით იყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. რომ მივბრუნდი მერე ანუ გავაგრძელე გზა, უკანა მხრიდან კეფაშ დამარტყა წყლით სავსე ბოთლი. სამს ფიზიკურად ვერაფერს ვუზამდი. "ერთი შენიც და შენი პატრულისაცო, მკიდია, სადაც გინდა, იქ დარეკეო". მოვითხოვ კანონის უმკაცრესი ზომებით დასჯას, - ამბობს არუთინაშვილი. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძება უკვე დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×