რეზონანსი
15.08.2022

რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის სალტოვსკის რაიონში მდებარე საცხოვრებელი უბანი „გრადის" ტიპის უმართავი რაკეტებით დაბომბეს, - ამის შესახებ ხარკოვის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, სერგეი ბოლვინოვი „ფეისბუქში" იუწყება.

„წინასწარი მონაცემებით, დაბომბვა განხორციელდა „გრადის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის საცხოვრებელ ზონაში გამოყენება ტერორიზმია. სათამაშო მოედნების დაბომბვა - ტერორიზმია", - წერს ბოლვინოვი.

მისივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×