რეზონანსი
15.08.2022

დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც კიდევ 850 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინას თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვიდრე დევნილები დაბრუნდებიან, მანამდე აუცილებელია მათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ.

„ჩვენ დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც კიდევ 850 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინას თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში.

იცით, რომ ზურაბ აზარაშვილი მუშაობს განვადებით მშენებლობის საკითხებზე მშენებელ კომპანიებთან, ალბათ ძალიან მალე დასრულდება აუქციონი და დავიწყებთ ათასობით ბინის მშენებლობას. მანამ, ვიდრე დევნილებს დავაბრუნებთ აფხაზეთში და სამაჩაბლოში, მანამდე აუცილებელია მათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ", - აღნიშნავს პრემიერი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×