რეზონანსი
09.08.2022

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს არ შეუძლია აალების მიზეზის დადგენა, თუმცა მორიგ ჯერზე შეგახსენებთ სახანძრო უსაფრთხოების წესებსა და მოწევის აკრძალვას წესით დაუდგენელ ადგილებში, - ასე გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმში მომხდარ აფეთქებას, რომელიც რუსული მხარის მტკიცებით, არა თავდასხმამ, არამედ საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია.

უკრაინის თავდაცვის უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ ხანძრის ფაქტი რუსეთმა შეიძლება საინფორმაციო ომში გამოიყენოს.

„უკრაინის თავდაცვის სამინისტროს არ შეუძლია აალების მიზეზის დადგენა, თუმცა მორიგ ჯერზე შეგახსენებთ სახანძრო უსაფრთხოების წესებსა და მოწევის აკრძალვაზე წესით დაუდგენელ ადგილებში. ხანძრის ფაქტი ტერორისტული ქვეყნის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნას საინფორმაციო ომში. არ გამოვრიცხავთ რომ ოკუპანტები „შემთხვევით" იპოვიან რაიმე დამახასიათებელ „შევრონს", „სავიზიტო ბარათს" ან „დნმ-ს",- ნათქვამია განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროში უკრაინელებს ურჩევს შეინარჩუნონ სიმშვიდე და სჯეროდეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების.

რუსეთში, საკის აეროდრომზე საბრძოლო მასალის აფეთქების მთავარ მიზეზად სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევას ასახელებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×