რეზონანსი
08.08.2022

რუსთავში, ჭყონდიდლის დასახლებაში მე-4 სართულიდან 40 წლის კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა. როგორც "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, მამაკაცი, რომელიც მე-4 სართულის აივნიდან გადმოვარდა, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

"როგორ გადმოვარდა მე არ ვიცი. კაცმა გაიარა და მითხრა გუსია გადმოვარდა ზევიდანო. გამოვიქეცი და დავინახე, რომ წევს, დედამისი კი აგერ გაჩერებაზე იჯდა. მისი და მოვიდა და საავადმყოფოში გაჰყვა. სასწრაფო რომ მოვიდა სუნთქავდა, მერე დავინახე, რომ აღარ. ჩაუტარეს დახმარება და წაიყვანეს. არაფხიზელ მდგომარეობაში იყო", - განუცხადა ადგილობრივმა "ინფო რუსთავს".

მამაკაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების ექიმმა, ირმა სულაქველიძემ განუცხადა, მამაკაცი მათთან გაჩერებული გულით შეიყვანეს, სასწრაფო დახმარების ავტომობილში დაწყებული რეანიმაციული ღონისძიებები კლინიკაში განაგრძეს, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

"სასწრაფო დახმარების მიერ მოყვანილია 40 წლის მამაკაცი. ტერმინალური მდგომარეობა იყო კლინიკაში შემოყვანის დროს. სასწრაფო დახმარების მანქანაში დაწყებული იყო კარდიო-პულმო რეანიმაცია. გული გაჩერებული იყო. ჩვენ გადმოვიყვანეთ და ჩვენთან გაგრძელდა რეანიმაციული ღონისძიება სრული წესების დაცვით, თუმცა, სამწუხარომ გულის ამუშავება ვერ მოხერხდა და დაფიქსირდა სიკვდილი", - განაცხადა ირმა სულაქველიძემ.

"ინფო რუსთავი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×