რეზონანსი
07.08.2022

ემოცია, განცდა უდიდესია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შვილები დაკარგა ქვეყანამ და აგრესორს სწორედ ამგვარი ნიშნით ვაფასებ. მოგვიკლეს ხალხი, დაგვინგრიეს სოფლები და განაპირობებს ის, რომ საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აგვისტოს ომთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელიწუფლებას 2012 წლიდან არ დაუტოვებია არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური პლატფორმა, სადაც ზუსტი შეფასება არ აქვს მიცემული რუსეთის აგრესიას.

„რუსეთი ჩვენი სტრატეგიული მოწინააღმდეგეა გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს აქვს საგანგებო დანიშნულება, შეასრულოს ერთადერთი ალტერნატიული დერეფანის როლი, როდესაც ვსაუბრობთ კასპიის რეგიონის ენერგორესურსების გადანაცვლებაზე ევროპულ ბაზრებზე. დღეს ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა. აქედან გამომდინარეობს ის მცდელობები, რომლებიც ჩვენ არ შეგვიწყვიტავს 2012 წლიდან, არ დავტოვეთ არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური პლატფორმა, სადაც ზუსტი შეფასება არ აქვს მიცემული რუსეთის აგრესიას", - განაცხადა ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×