რეზონანსი
04.08.2022

აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ თვითაღიარებულ პარლამენტს უკან დაუბრუნა მასალები, რომლებიც  ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ეხება. როგორც ირკვევა, ეს იმის გამო მოხდა, რომ განაცხადი იურიდიულად გამართული არ იყო.

ე.წ. პარლამენტს 3 დღის ვადაში შეუძლია, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს ან ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ ახლიდან მიმართოს ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც უნდა დაადგინოს, შეესაბამება თუ არა მათ "მთავარ კანონს" მთავრობის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, აფხაზეთის საზოგადოება ახლა სწორედ ამ გადაწყვეტილების მოლოდინშია. მანამდე კი ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის მოწინააღმდეგეებმა აქცია წამოიწყეს, რომლითაც როგორც ამბობენ, "სუვერენიტეტის დაცვა სურთ".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×