რეზონანსი
09.07.2022

ამ წუთას ქვეყნისთვის ტოპ პრიორიტეტი არის იმ 12 პუნქტის შესრულება, რომელზეც მთელი ყურადღება კონცენტრირებული გვაქვს, ამასვე მოვუწოდებთ ოპოზიციასაც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ 12-პუნქტიანი გეგმაა, რომელიც საქართველოს ევროპაში ინტეგრაციამდე მიიყვანს.

„ნურავის გავუღვივებთ ინტერესს ან განცდას, რომ ვინმეს შესაძლებლობები აქვს, რომ რაღაც დესტრუქციული გეგმების განხორციელებაზე ილაპარაკოს. ასევე, ულტიმატუმით საუბრის შესაძლებლობაც არავის უნდა ჰქონდეს, ქვეყნისთვის მთავარი ინტერესი ეს არის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან 12 პუნქტთან დაკავშირებით ყოველგვარ დამაჯერებლობას მოკლებული არგუმენტების სიუხვეა, თუ როგორ აირიდონ მონაწილეობის აუცილებლობა ამ პროცესებში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×