რეზონანსი
02.07.2022

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ვინაიდან ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების არავითარი წინაპირობა საფუძველი და არც გადაწყვეტილება არ არსებობს, ამიტომ ყველას მოუწევს შეეგუოს იმ მთავრობას, რომელიც დღეს არსებობს.

„ხშირად გვესმის ტექნიკური მთავრობის საკითხი ჩვენ უნდა ჩავიხედოთ კონსტიტუციაში, რომელსაც სასურველია, რომ ყველამ პატივი, ნორმალურ პირობებში ეს სავალდებულოც არის. ყველა ადამიანს ესმის, რომ თავისი ქვეყნის კონსტიტუცია უნდა იცოდეს და პატივს სცემდეს. ჩვენი კონსტიტუციით მთავრობას აკომპლექტებს ხალხი პარლამენტის მეშვეობით, როდესაც ხალხი პირდაპირი არჩევნებით აირჩევს პარლამენტს, პარლამენტი აკომპლექტებს მთავრობას. შესაბამისად, ერთადერთი გზა ამ მთავრობის ჩანაცვლებით ნებისმიერი სხვა მთავრობით, მათ შორის ტექნიკური მთავრობით, არის ისევ და ისევ კანონიერი გზა ანუ კონსტიტუციური გზა. ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების არავითარი წინაპირობა საფუძველი და არც გადაწყვეტილება არ არსებობს, ამიტომ მათ მოუწევთ, შეეგუონ იმ მთავრობას, რომელიც დღეს არსებობს, რომელიც მუშაობს და თუ სურვილი აქვთ, დიდი იმედი მაქვს ექნებათ, ჩაერთონ იმ პროცესში, რომელსაც ჰქვია ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული სიის შესრულების პროცესი. თუ მათ სურთ მხოლოდ ქუჩა და საკუთარი ოცნებების რეალიზების მცდელობა, რაც რევოლუციაზე გადის, ისინი ვერ მიაღწევენ ამას, მაგრამ ეს იქნება მათი მხრიდან მორიგი დროის კარგვა. კიდევ ერთხელ, ჩვენ ყველას ვიწვეთ სამუშაო პროცესში, რათა ეს იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური, თუ ეს ვერ მოხერხდება ხელისუფლება თავის გასაკეთებელს მაინც გააკეთებს ისე, როგორც გავაკეთეთ 2014 წელს 2013 წელს, მოვუპოვეთ ქვეყანას უვიზო რეჟიმი და ასოციაციის შეთანხმება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×