
დიალოგის ფორმატში ყოველთვის ვიყავით და ოპოზიციის რადიკალურ ფრთასაც მოვუწოდებდით, რომ ყველა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან განგვეხილა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ მხარეებს შორის სურვილია, დიალოგის რესურსი ყოველთვის მოიძებნება.
„დიალოგის ფორმატში ყოველთვის ვიყავით და ოპოზიციის რადიკალურ ფრთასაც მოვუწოდებდით, რომ ყველა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან განგვეხილა. თუ მხარეებს შორის სურვილია, დიალოგის რესურსი ყოველთვის მოიძებნება, მაგრამ არის გარკვეული პრინციპები, რომლის გადაბიჯებაც შეუძლებელია, რადგან ეს დაკავშირებულია მოსახლეობის ნებასა და სამართლის უზენაესობასთან. ამის მიღმა ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება განხილულიყო, მზად ვართ, დიალოგისთვის“, - განაცხადა მიქანაძემ.