რეზონანსი
21.01.2021

ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დამტკიცებულია, კოვაქსის პლატფორმაზე გაგზავნილია და საქართველო პასუხის მოლოდინშია. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით, დამატებითი ღონისძიებების გატარების საჭირო არ არის.

უწყებაში განმარტავენ, რომ Pfizer-ის ტიპის ვაქცინის მიწოდება-მიტანა რაიონულ დონეზე გართულდება, რადგან მას-80 გრადუსი ტემპერატურა ესაჭიროება. ამიტომ, ამ ტიპის ვაქცინაცია სამ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში განხორციელდება.

ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში მილიონ 700 ათასი ადამიანის ვაქცინაცია უნდა განხორციელდეს. კოვაქს პლატფორმიდან, პირველ ეტაპზე, 1.5 მილიონი დოზის შემოტანა იგეგმება, რაც მოსახლეობის 20 %-ია, გეგმის მიხედვით კი 60% უნდა აიცრას.

მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირის ქვეყნებთან, რომ მათ შეკვეთილი დოზების ნაწილი საქართველოს გაუზიარონ. ასევე, აქტიურია კომუნიკაციაა მწარმოებელ კომპანიებთან, რომ იმუნიზაციის პროცესი გეგმის მიხედვით განხორციელდეს.

სპეციალურმა კომისიამ ვაქცინაციის გეგმაზე მუშაობა 15 დეკემბრიდან დაიყო. დოკუმენტი 16 გვერდიანია და შედგენაში მონაწილეობა 82- მა ექსპერტმა მიიღო.

ქვეყანა ახლა კოვაქს პლატფორმის პასუხის მოლოდინშია, რომ თებერვლიდან ვაქცინაციის პროცესი დაიყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )