რეზონანსი
28.11.2020

პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული ორი პირი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს. მათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ცოტა ხნის წინ დატოვეს.

როგორც "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, აქციის 2 მონაწილე პოლიციამ პარლამენტთან საბჭოთა სიმბოლიკის დახატვის გამო დააკავა.

პარლამენტის შენობასთან აქცია ოპოზიციის რამდენიმე წევრმა, სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" და „სირცხვილიას" წარმომადგენლებმა გამართეს. ისინი გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის გამართულ შეხვედრას და შეხვედრის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსს აპროტესტებდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×