რეზონანსი
24.11.2020

ჩვენ საერთო მიზნისთვის ვიბრძვით და ამ მიზნისთვის ბრძოლაში ყველა ერთიანი ვართ, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ევროპულ საქართველოს, „გირჩს", სტრატეგია აღმაშენებელსა" და "ლელოს" შორის თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მისი თქმით, განსხვავებებული შეხედულებების მიუხედავად, ოპოზიცია ერთიანია იმაში, რომ პარლამენტში არ შედის და ახალ არჩევნებს მოითხოვს.

„არიან პარტიები, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს არიან საკუთარი ღირებულებებით და არიან პარტიები, რომლებიც დაშორებულები არიან, მაგრამ ეს რეალობას არ ცვლის. ჩვენ ერთნი ვართ მთავარ მიზანში - ერთნი ვართ მაშინ, როდესაც შევთანხმდით, რომ არ შევდივართ პარლამენტში, რადგან ის მოპარულია. ამას ყველა პოლიტიკური პარტია იზიარებს, მიუხედავად იმისა, ერთმანეთთან რომელი უფრო ახლოს არის ან დაშორებული. მეორე - ჩვენ ყველა ერთად მოვითხოვთ ამ ქვეყანაში ახალ არჩევნებს.

ბუნებრივია, ყოველთვის ასე იქნება, გარკვეული პარტიები ახლოს იქნებიან ერთმანეთთან, ზოგი დაშორებული. მთავარია, რომ ჩვენ საერთო მიზნისთვის ვიბრძვით და ამ მიზნისთვის ბრძოლაში ყველა ერთიანი ვართ",-განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" თანამოაზრე პარტიები ბლოკში არიან გაერთიანებული.

„ჩვენ ბლოკი გვაქვს შექმნილი, რომელსაც ჰქვია გაერთიანებული ოპოზიცია",-განაცხადა უდუმაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×