რეზონანსი
27.10.2020

ვფიქრობ რომ ეს საკმაოდ ფრთხილი ციფრებია - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია Survation-ის კვლევას, რომლის თანახმადაც „ქართულ ოცნებას" ხმების 55% აქვს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას" - 22%-ი.

„ორი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა, არ მჭირდება კვლევები. „ქართული ოცნების" მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი. ამას ჩვენ არჩევნებზე ვნახავთ. ამას ჩვენი ოპონენტებიც გრძნობენ, აქედანაა სწორედ ის ჟივილ-ხივილი რაც გვესმის. საკმაოდ ტოქსიკური ოთხი დღე გველის, თუმცა დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, წყნარად და მშვიდად, ღირსეულად დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. დარწმუნებული ვარ ეს იქნება არა მხოლოდ „ქართული ოცნების" არამედ საქართველოს გამარჯვება და ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი", - აღნიშნა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×