ია აბულაშვილი 24.02.2021

დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბნოს კალთაზე, დღესაც ანცვიფრებს მნახელს თავისი სასწაულებით.
|
ია აბულაშვილი 23.02.2021

ზემო კრიხის მთავარანგელოზის ეკლესია, რომელიც ამბროლაურში, სოფელ ზემო კრიხში მდებარეობს, მე-10 საუკუნეში აუგიათ, რასაც დასტურებს ასომთავრული წარწერა ტაძრის გარეთ. ეკლესია მდიდარია შუასაუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის უნიკალური ნიმუშებით.
|
ია აბულაშვილი 22.02.2021

პალესტინაში, იერუსალიმის სამხრეთ აღმოსავლეთით მე-5 საუკუნიდან არსებობს უძველესი მონასტერი, სადაც ქართველებს თავისი ეკლესია ჰქონდა და საუკუნეების მანძილზე ქართველთა სასულერო კერა იყო პალესტინაში.
|
ია აბულაშვილი 17.02.2021

ქართული მართლმადიდებულური ეკლესია, რომელიც მდიდარია უნიკალური ხატებით, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია ანჩის ხატს. ხატი შუასაუკუნეების ქართული ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუშია, რომელიც ჩასმულია უძვირფასეს ჩარჩოში. ჩარჩო მოჭედილია მე-12 საუკუნეში და მისი ავტორი გამოჩენილი ქართველი ოქრომქანდაკებელი ბექა ოპოზარია.
|
ია აბულაშვილი 16.02.2021

კახეთში, ცივგომბორის მთის ყელში, სოფელ ვეჯინში დგას ქართული ხუროთმოძვრების ძეგლი, ამაღლების ეკლესია, რომელიც მე-12 საუკუნით თარიღდება, თუმცა, მეცნიერთა ვარაუდით, ძეგლი უფრო ადრე უნდა იყოს აშენებული. ამ ეკლესიის შესახებ გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ ეკლესიაში ჩადის გვირაბი, რომელიც ხეობაში სადარაჯო კოშკს უკავშიდება: „თითქმის ნახევარი ვერსი უნდა იაროს კაცმა დედამიწის ქვეშ, რომ ჩავიდეს ხევამდე. ხევში გვირაბის გასავალ კარზედ აშენებელია ბურჯი“.
|
ია აბულაშვილი 15.02.2021

ღვთისადმი მიგებების დღესაწაული - მირქმა უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. მირქმა მე-6 საუკუნიდან განსაკუთრებული ზეიმით აღინიშნება.
|
ია აბულაშვილი 10.02.2021

შუა საუკუნეების ქართული ბეჭდური ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში, ისტორიულ-მონუმენტრი ხელოვნების ძეგლი დავით კურაპალატის საწინამძღვრო ჯვარი, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება, 1898 წელს სოფელ ბრილში აღმოაჩინეს, (ხაშურის რაიონი) ადგილობრივი გლეხის ქართველიშვილის მარანის კედელში.
|
ია აბულაშვილი 09.02.2021

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ნუზალის სამლოცველო, რომელიც ნუზალ-არღუანის სახელითაც არის ცნობილი, მდებარეობს რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე, სოფელ ნუზალში. სამლოცველოს მოპირდაპირე მხარეს არის შუასაუკუნეების სასაფლაო და სამარხები. კლდეზე კი შემორჩენილია ნუზალის ციხის ნანგრევები.
|
ია აბულაშვილი 08.02.2021

"ძელო ჭეშმარიტო, ძალო ჯვრისაო, შენითა წინძღომითა, ყოვლადვე შემწე და მფარველ ექმენ მეფესა დედოფალსა თამარსა" - ასეთი წარწერა აქვს თამარ მეფის ჯვარს, რომელიც ასომთავრული წარწერითაა შესრულებული.
|
ია აბულაშვილი 06.02.2021

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებარვალს დავით აღმაშენებლის დღეს აღნიშნავს, მეფის, რომლის დროსაც საქართველო უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა.
|
ია აბულაშვილი 03.02.2021

ქართული მართლმადიდებულური ეკლესია მდიდარია უნიკალური ფრესკებით, მათ შორის ერთ-ერთია დირბის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ამშვენებს "ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი" ფრესკა, რომელიც უშვილოებისა და ორსულების შემწეა. მონასტერში დღემდე ჩამოედინება ღვთისმშობლის მოწყალების წყარო, წყარო მრავალი სასწაულისა.
|
ია აბულაშვილი 02.02.2021

ნარიყალა, უძველესი ციხე სიმაგრე, რომელიც თბილისს და მტკვრს გადაჰყურებს, ისტორიულ წაროებში მე-4 საუკუნიდან მოიხსენიება. ნარიყალას ძველად „შურის ციხეს“ უწოდებდნენ, მონღოლეის ბატონობის დროს კი მას „ნარინ ქალა“ დაარქვეს. მე-13 საუკუნეში დიმიტრი თავდადებულს ნაიყალას ციხეში ეკლესია აუგია, რომელიც ისტორიულ წყაროებში წმინდა ნიკოლოზის კარის ეკლესიის სახელით არის შესული.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორი:
ზვიად შვანგირაძე
მულტიმედია კონტენტის რედაქტორი:
ზვიად მახარაძე
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|