ნატალია ჯვარიძე
08.01.2026

საქართველოს მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისათვის ქვეყნებისთვის დაწესებული ოფიციალური კრიტერიუმების გარდა, ევროკავშირი იგონებს ახალ კრიტერიუმებს, დავალებებს და რეკომენდაციებს, რომელთა საბოლოო მიზანიც კონკრეტულ ქვეყნებზე კონტროლის დამყარებაა. ამის პარალელურად ხელისუფლება აცხადებს, რომ 2028 წელს ქვეყანა მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის, ხოლო მანამდე თავისი ინიციატივით არ მოითხოვს გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნას.

თამთა ჩაჩანიძე
08.01.2026

აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის ვენეციის კომისიიას ტოვებს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ეს ორგანიზაციები „ანტიამერიკული, უსარგებლო და მფლანგველურია". გარდა ამისა, მათივე ონფორმაციით, განხილვა გრძელდება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებითაც.

თამთა ჩაჩანიძე
07.01.2026

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე, ვენესუელაში სპეცოპერაცია, აშშ-სა და ევროკავშირის პოლიტიკა, აქციებზე დაკავებულთა შეწყალება - ეს იმ თემების მოკლე ჩამონათვალია, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარემ 7 იანვარს ჟურნალისტებთან ისაუბრა, მისი შეფასებით, სამყაროში გამოფხიზლების პროცესი მიდის, რაც უპირველეს ყოვლისა აშშ-ს ახალმა პოლიტიკამ უზრუნველყო.

თამთა ჩაჩანიძე
07.01.2026

2026 წლის დასაწყისის მნიშვნელოვანი მოვლენა - ვენესუელის ოპერაცია კვლავ გლობალური განხილვის საგანია, სადაც მთავარი კითხვაა - რომელი ქვეყანა შეიძლება იქცეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მორიგი სამიზნე?

ნატალია ჯვარიძე
31.12.2025

2025 წლის დასრულებასთან ერთად, ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ წლის მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს აფასებენ, რამდენიმე მნიშვნელოვან და დასამახსოვრებელ ფაქტს გამოყოფენ და ყურადღებას შიდა და გარე გამოწვევებზე ამახვილებენ. მათი აზრით, 2025-ში შესაძლოა გარდამტეხი არაფერი მომხდარა, თუმცა საინტერესო პოლიტიკური წელი ნამდვილად იყო.

ნატალია ჯვარიძე
30.12.2025

რუსები ამტკიცებენ, რომ 28 დეკემბერს, პრაქტიკულად აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა დასრულებისთანავე, უკრაინელებმა ნოვგოროდში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე დრონებით თავდასხმა სცადეს. რუსი ოფიციალური პირებიც განცხადებით, ამ ინციდენტის გამო გადაიხედება და შეიცვლება რუსეთის პოზიციები სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ასევე, საპასუხო დარტყმისთვის ემზადებიან.

რეზონანსი
30.12.2025

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ჩინეთის თაივანის რეგიონს 11 105 მილიარდი დოლარის ღირებულების მოწინავე იარაღს მიჰყიდის და „გააგრძელებს (ჩინეთის) თაივანის (რეგიონის) დახმარებას საკმარისი თავდაცვის შესაძლებლობების შენარჩუნებაში, ძლიერი შემაკავებელი ძალის სწრაფად განვითარებაში და ასიმეტრიული ომის უპირატესობების გამოყენებაში, რითაც შეინარჩუნებს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას“. ჩინეთი ამას მტკიცედ ეწინააღმდეგება, უკვე მიიღო და მომავალშიც გააგრძელებს გადამწყვეტი საპასუხო ზომების მიღებას ერთი ჩინეთის პრინციპის, ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

ნატალია ჯვარიძე
29.12.2025

პრემიერს, ირაკლი კობახიძეს იმედი აქვს, რომ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ევროპა პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებს. ის ფიქრობს, რომ შანტაჟის ამ ფორმამ ძალა დაკარგა. ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან" არ გამორიცხავენ, რომ ევროკავშირმა შეზღუდვა ეტაპობრივად აამოქმედოს.

მარიამ ვეკუა
29.12.2025

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე გამოძიება ახალ ეტაპზე გადავიდა - ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ადანაშაულებენ, ოპოზიცია პროცესს კლანურ დაპირისპირებად აფასებს, ხოლო ხელისუფლება აცხადებს, რომ საქმე სრულად გახსნილია.

ნატალია ჯვარიძე
28.12.2025

საქართველოს ხელისუფლება „ბი-ბი-სის" საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით სარჩელზე მუშაობას აგრძელებს. ამის პარალელურად კი ბრიტანულმა ტელეკომპანიამ ფილმი რუსულად თარგმნა და ინტრენეტში განათავსა. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მიზანმიმართულად მოხდა ამ საკითხთან დაკავშირებით „ბი-ბი-სის" მიდგომას აჩვენებს. ხოლო რატომ ჭიანურდება „ოცნების" მხრიდან სარჩელის მომზადება და ზოგადად, რა პერსპექტივა აქვს ამ სარჩელს, ამაზე ანალიტიკოსებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

მარიამ ვეკუა
27.12.2025

გიორგი გახარიას გუნდი ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ისევ აკრიტიკებს და 4 ოქტომბრის მოვლენებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობის აღებას სთხოვს. მათი შეფასებით, ამ მოვლენებში ზურაბიშვილი „სეირის მაყურებლის" როლში იყო, ხოლო აქციის უშუალო ორგანიზატორებმა კი ქვეყანაშ მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია მოახდინეს


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×