ელზა პაპოშვილი
13.08.2023

ერთ კვირაზე მეტი გავიდა, რაც შოვში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და კვლავ ისმება კითხვები - შესაძლებელი იყო თუ არა ამ სტიქიის თავიდან აცილება. ადგილზე დაახლოებით, 2 მილიონ კუბამეტრზე მეტი მიწის მასაა ჩამოშლილი. ამ ეტაპზე 24 ადამინის ცხედარია ნაპოვნი, ხოლო 9 დაკარგულს კვლავ ეძებენ. 

თამთა ჩაჩანიძე
13.08.2023

ოპოზიციამ ხალხს უნდა აუხსნას, თუ თავად რითია მოქმედ ხელისუფლებაზე უკეთესი, თორემ მხოლოდ „ქართული ოცნების" კრიტიკით მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე წარმატებას ვერ მიაღწევს. ამის შესახებ „რეზონანსთან" ყოფილმა სახელწიფო მინისტრმა და კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა იმაზე საუბრისას, თუ რა პოლიტიკურ პროცესებს უნდა ველოდოთ შემოდგომაზე, „პოლიტიკური არდადეგების" დასრულების შემდეგ.

ნაზი ბერიძე
12.08.2023

ოპოზიცია შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ხელისუფლება ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება და მასში მხოლოდ ოპონენტების პოლიტიკურ მიზნებს ხედავს. ამ თემაზე ანალიტიკოსთა შეფასებებიც არაერთგვაროვანია. ნაწილი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის კატეგორიული უარი კომისიის შექმნაზე გარკვეულ ეჭვებს აჩენს და თავად „ოცნებას" აზარალებს. ნაწილის აზრით კი, მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური დასკვნების გამოქვეყნებამდე კომისიის შექმნის მოთხოვნა მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა.

ელზა პაპოშვილი
11.08.2023

„ლელო“ რიკოთის სარეაბილიტაციო პროექტის საერთაშორისო აუდიტს ითხოვს. პარტიაში ამბობენ, რომ სამუშაოები რამდენიმე მიმართულების დარღვევებით მიმდინარეობს.„ქართულ ოცნებაში“ კი „ლელოს“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ამ მოთხოვნას იზიარებენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მიზანმიმართულ დაზიანებაში და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებენ.

თამთა ჩაჩანიძე
11.08.2023

სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, ცხედარი რიონის კალაპოტშია აღმოჩენილი, სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კმ-ის მოშორებით. ასევე ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდური და დარჩენილ 11 დაკარგულზე საძიებო სამუშაოები მიდის. ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად, აქტიური სამუშაოების დროს აღმოჩენილია შინაური ცხოველების ლეშებიც.

თამთა ჩაჩანიძე
11.08.2023

2008 წლის 11 აგვისტოს გახსოვთ თვითმფრინავის ხმის გამო გაქცეული სააკაშვილი. მას ჰყავდა ჩამოყვანილი სტუმარი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მაშინ, როდესაც გმირები აქ თავს სწირავდნენ, ყოფილი პრეზიდენტი გარბოდა და მიწაზე გართხმული, შეშინებული სახით ნახა მთელმა მსოფლიომ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალთან განაცხადა.

ია აბულაშვილი
11.08.2023

პრობლემაა, რომ ეს დარგი მთლიანად დანგრეულია, არადა, ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვიყავით ამ მიმართულებით - მიშას დროს განადგურდა გეოლოგია, ფიზიკა და მათემატიკა, დაიხურა კვლევითი ინსტიტუტები, 45 სამეცნიერო ინსტიტუტი დაიხურა, ლაბორატორიები აღარ არსებობს, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა „რეზონანსთან" რაჭის ტრაგედიაზე საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
10.08.2023

„იქ არის ორი ბანაკი და აზრი ორად არის  გაყოფილი. ერთი ბანაკია, რომელიც აბობს, რომ საქართველოს უნდა მივცეთ კანდიდატის სტატუსი, რადგან ამას ხელისუფლება კი არა, ხალხი და ქვეყანა იმსახურებს. მეორე ბანაკი კი ამბობს, რომ საქართველო შესაძლოა ევროპაში რუსების ტროას ცხენი გახდეს - როგორც  უნგრეთის შემთხვევაში მოხდა,“ - აცხადებს კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას.

ნაზი ბერიძე
10.08.2023

მართალია, არჩევნებამდე წელიწადზე მეტია დარჩენილი, თუმცა პარტიული რეიტინგების გაზომვაზე მუშაობა უკვე მიდის. ცხადია, რომ ორი პოლიტიკური ძალა - „ოცნება" და ენმ - დიდი სხვაობით უსწრებს სხვებს, რომლებსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის სერიოზული პრობლემა აქვთ. რა უნდა გააკეთონ პატარა პარტიებმა, რომ პოლიტიკურ მეინსტრიმში დარჩნენ? შესაძლებელია თუ არა მესამე პოლიტიკურ ცენტრის შექმნა? ამაზე „რეზონანსი" პოლიტიკის ექსპერტებს ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
10.08.2023

სამძებრო სამუშაოები იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმისი, რომ გარდაცვლილი იყოს ნანახი, ან თუნდაც რაიმეს სახის ფრაგმენტი - ამბობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი შოვში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოფხვრისთვის მიმდინარე სამუშაოებზე, რომელიც კვირაზე მეტია მიდის და 21 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.

ნაზი ბერიძე
10.08.2023

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის შემდეგ დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიების, ახალგორისა და კოდორის, რუსეთის მიერ ანექსირებაში, ომის თავიდან ვერ აცილებაში და უუნარობაში წინა მთავრობას, ანუ „ნაციონალურ მოძრაობას" სდებს ბრალს. სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან" კოდორისა და ახალგორის დაკარგვის ორ სცენარზე საუბრობენ.

თამთა ჩაჩანიძე
10.08.2023

მართლა რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას, ამოტივტივდება, რომ დღევანდელ ხელისუფლებას როგორი შეცდომებიც აქვს დაშვებული, ამაზე მეტი წინა ხელისუფლებამ დაუშვა. წინა ხელისუფლებამ მთელი სამეცნიერო დარგები გაანადგურა, რომლებიც ასეთი შემთხვევების პრევენციას სჭირდება - ამის შესახებ „რეზონანსთან" კავკასიის საკითხების ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა, ოპოზიციის ინიციატივებზე საუბრისას.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×