ნაზი ბერიძე
22.07.2023

პარტიის „სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების" ყოფილმა წევრებმა გაერთიანება შექმნან. თვითონ ბესელია პარტია „საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიასთან აპირებს დაახლოებას, თუმცა საპირისპირო განცხადებას ავრცელებს თავად ყოფილი პრემიერ მინისტრი, ის არცერთ სხვა პარტიასთან ალიანსში შესვლას არ გეგმავს. ანალიტიკოსებს „რეზონანსთან" სკეპტიკური პროგნოზები აქვთ თავად ეკა ბესელიას პოლიტიკური მომავლის შესახებ. მათი შეფასებით, „ქართული ოცნების" ყოფილი წევრების პოლიტიკური ალიანსი ვერ იქნება ისეთი მაღალი ელექტორატის მქონე პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

თამთა ჩაჩანიძე
21.07.2023

ხუთშაბათს, ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ე. წ. „გამარჯვების პლატფომის" პრეზენტაციაზე არ გამოჩენილა, მეტიც, საუბრობენ იმის შესახებ, რომ მიწვევაზე ზედმეტია საუბარი, რადგან პარტიის მოქმედმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ვაშაძესთან ალიანსის შესახებ ინფორმაცია მას საერთოდაც დაუმალა.

ნაზი ბერიძე
21.07.2023

ოპოზიცია ბოლო დროს გააქტიურდა კოალიციებისა და გაერთიანებების შექმნის მოწოდებებით. დღეიდან „ნაციონალური მოძრაობა" და „სტრატეგია აღმაშენებელი" პოლიტიკურ ბრძოლას გაერთიანებული შემადგებლობით გააგრძელებენ. „ლელო", ორპოლუსიანობის დასასრულებლად, ალტერნატიული ცენტრის შექმნას აანონსებს. გახარიას პარტია „საქართველოსთვის" ერთიან საარჩევნო სიებზე შეთანხმებას სხვა პარტიებთან გამორიცხავს. როგორი იქნება მესამე ძალა და რა ვალდებულება აქვს ოპოზიციას საზოგადოების წინაშე, რა უნდა იყოს მისი რეალური პრაგმატული პროგრამა და როგორ ჩამოყალიბდება ოპოზიცია საარჩევნო მარათონის დაწყებისას, ამაზე „რეზონანსი" პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
21.07.2023

პარტია „ლელო"ახალ ალტერნატიულ ცენტრს ქმნის და კონსულტაციებს ისეთ პოლიტიკურ ჯგუფებთან მართავს, ვისაც არც „ოცნება" და არც ენმ არ სურს. ჯერჯერობით უცნობია მიდის თუ არა მოლაპარაკება ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიასთან, თუმცა ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსძთან" მათ თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

ია აბულაშვილი
21.07.2023

„ახალი პოლიტიკური ძალა თეორიულად უკვე არსებობს და აქტიურად წლის ბოლოს გამოჩნდება, სადაც ვიხილავთ ვიქტორ ყიფიანს, კუჭავას, ირაკლი ალასანიას და სხვებს. ასე რომ, დიდი პოლიტიკური თამაში დაიწყო. ამ თამაშში ჩაერთვება ნიკა გვარმია და არ გამოვრიცხავ, რომ ნიკა გვარამია და ნიკა მელია იყვნენ ერთად," - აღნიშნა პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ პოლიტიკურ სპექტრში საარჩევნო კოალიციებისა და გაერთიანების შექმნაზე საუბრისას.

თამთა ჩაჩანიძე
20.07.2023

ენმ და სტრატეგია აღმაშნებელი „გამარჯვების პლატფორმას" ქმნიან. ოპოზიციური პარტიების ნაწილი მათთან ალიანსს კატეგორიულად გამორიცხავს, ნაწილი კი ჯერჯერობით თავს იკავებს. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ოპოზიციის გამარჯვების ფორმულაა შეიქმნას რამდენიმე ცენტრი, რადგან მხოლოდ „ნაცმოძრაობის" გარშემო გაერთიანებით „ოცნებას" ვერ დაამარცხებენ.

ნაზი ბერიძე
20.07.2023

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების დაბლოკვაში დაადანაშაულა. ამტკიცებს, რომ „უკრაინა იყო დაინტერესებული, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო". ანალიტიკოსებს ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ღარიბაშვილის განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა, თვითონ უკრაინაშიც.

ნაზი ბერიძე
20.07.2023

პოლონელი ექიმის სკანდალი გრძელდება. ხუთშაბათს მაღალი ეშელონებიდან მკვეთრი განცხადებები გაგრძელდა. პოლონეთი ცდილობს ტონალობის დაგდებას და საქართველოს მთავრობას სკანდალის გასაჯაროებაში ადანაშაულებს, რასაც არამეგობრულ ნაბიჯად მიიჩნევს. მთავრობაში პირიქით, აცხადებენ, რომ „სამარცხვინო ფაქტი მოხდა" და სააკაშვილის თემაზე პოლონეთთან თანამშრომლობის გაწყვეტას აპირებენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მხარე საჯაროდ იძახის - ორმხრივი ურთიერთობები არ უნდა დაზიანდეს, ეს სკანდალი თბილისსა და ვარშავას შორის მეგობრობას ნამდვილად რომ არ გაამყარეს, უკვე ყველასთვის ცხადია.

თამთა ჩაჩანიძე
20.07.2023

ევროპარლამენტართა ჯგუფი „ალტ-ინფოსა" და მისი ლიდერის, კოკა მორგოშიას დასანქცირებას ითხოვს. როგორც მმართველი გუნდი ამბობს, ამის მიზანი ისაა, რომ „გაჩნდეს პრეცედენტები საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენებისა".

თამთა ჩაჩანიძე
20.07.2023

პრემიერი ღარიბაშვილი „სამარცხვინო კამპანიას" და „ქვეყნის მტრობას" უწოდებს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტების აქტივობებზე გამოქვეყნებულ ახალ ინფორმაციას. ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტში 600-კაციანი მხარდაჭერით მიღებული რეზოლუციის კორუფციად მონათვლა „მავნებლობაა".

თამთა ჩაჩანიძე
19.07.2023

მმართველი პარტია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს და თავისი სიტყვები უკან წაიღოს, რადგან, მასზე „მძლავრი ზეწოლაა". ანალიტიკოსთა ნაწილი „ოცნების" მოსაზრებას იზიარებს და აცხადებს, რომ ლობისტურმა კომპანიამ, რომელიც საკაშვილის ოჯახმა დაიქირავა, „პრაქტიკულად ყველა მიმართულებით იმუშავა".

ია აბულაშვილი
19.07.2023

"ნაციონალური მოძრობის" ბაზაზე გაკეთდება მთავარი გამარჯვების ცენტრი ბიძინა ივანივშილის წინააღმდეგ- ასეთია ენმ-ის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის სლოგანი 2024 წლის არჩევნებისთვის. "გამარჯვების პლათფორმა" "ნაციონალურ მოძრაობასა" და გიორგი ვაშაძის ერთობა, კვირის ბოლომდე ოფიციალურად ჩამოყალიბდება.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×