თამთა ჩაჩანიძე
20.11.2024

ოპოზიცია უწყვეტ აქციებს კვლავ აანონსებს. "ქართული ოცნება" კი ფიქრობს, რომ ოპოზიციას რეალური გეგმა არ აქვს, მანდატების გაუქმებაზე არ წავლენ და საბოლოო ჯამში, საკანონმდებლო ორგანოში შევლენ. თუმცაღა, ამ დროისთვის ოთხივე ბარიერგადალახული ოპოზიციური პლატფორმა აცხადებს, რომ მეთერთმეთე მოწვევის პარლამენტს "ლეგიტიმაციას არ მისცემს". რა სტრატეგია აქვს მოცემულ მომენტში ოპოზიციას და რა - ხელისუფლებას?

ელზა პაპოშვილი
19.11.2024

ორშაბათს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის მინისტერიალზე საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ისევ ვერ მოხერხდა. გადაწყდა მხოლოდ ის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაში გასარკვევად საქართველოში ევროკავშირის ტექნიკური მისია ჩამოვა. რას ნიშნავს ეს, რა უფლებამოსილებები ექნება ამ მისიას და რა გავლენას მოახდენს მისი საქმიანობა როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ სიტუაციაზე, ისე დასავლეთის მიერ საქართველოს არჩევნების აღიარება-არაღიარებაზე?

თამთა ჩაჩანიძე
19.11.2024

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა „პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას თანამდებობიდან გადადგომას დაუჭირა მხარი. მომდევნო „არჩევნებამდე" დე ფაქტო მმართველი ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა ხდება. მხარეებს შორის მიღწეული ხუთპუნქტიანი შეთანხმების მიხედვით, დე ფაქტო ხელისუფლებას ჩამოშორდება ისეთი ოდიოზური ფიგურა, როგორიცაა ალექსანდრე ანქვაბი და მის ნაცვლად „პრემიერის" თანამდებობას ვალერი ბგანბა დაიკავებს.

თამთა ჩაჩანიძე
19.11.2024

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 ნოემბერს საარჩევნო დარღვევებზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელიც ეხება არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპის - ფარულობისა და საყოველთაოობის დარღვევას. ზურაბიშვილის თქმით, მას არ აქვს სასამართლოს იმედი, თუმცა, „ყველა გზა უნდა სცადოს". შეაფერხებს თუ არა ეს პარლამენტის პირველი სხდომის გამართვას, რომელიც 25 ნოემბერს უნდა შედგეს?

ნატალია ჯვარიძე
19.11.2024

ოპოზიციის ორდღიანი აქცია ჭავჭავაძის გამზირზე პოლიციამ დაშალა და ქუჩიდან მათი კარვები აიღო, თუმცა პროტეტი უკვე მელიქიშვილის გამზირზე გრძელდება. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს იყო ოპოზიციის მომხრეთა და პოლიციის ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება. დაკავებულია 16 მოქალაქე და აქციის რამდენიმე მონაწილეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ელზა პაპოშვილი
18.11.2024

ჭავჭავაძის გამზირზე გამართული 24-საათიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, ქართული ოპოზიციის სამოქმედო გეგმა ცნობილია. როგორც კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ დემონსტრანტების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, გეგმა საპროტესტო აქციების პერმანენტულ რეჟიმში გადასვლაა იქამდე, მანამ ქართველი ხალხი გამარჯვებას არ მიაღწევს.

თამთა ჩაჩანიძე
18.11.2024

18 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ საქართველოს შესახებ იმსჯელა, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა უხელმძღვანელა და რომლის ინიციატივითაც 100 მილიონ ევროზე მეტი დახმარება გაიყინება ევროკავშირისგან "იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს საქართველოს ხელისუფლებისკენ, მოხმარდება სამოქალაქო ორგანიზაციებს".

ნატალია ჯვარიძე
18.11.2024

25 ნოემბერს პარლამენტის ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარედგინება. ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე სხდომაზე განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
18.11.2024

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 18 ნოებერს 20:00 საათზე სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც წარმოადგინა 26 ოქტომბრის არჩევნების თავისივე შეჯამება, მისი თქმით, "ეს არჩევნები არ შედგა" და ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხეა, საიდანაც ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია, მანამდე კი პრეზიდენტი "ქართულ ოცნებას" სთავაზობს, რომ 2020 წელს არჩეული პარლამენტით, მთავრობითა და პრეზიდენტით მივიდეთ.

თამთა ჩაჩანიძე
17.11.2024

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამეტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი კანონდმებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურ ვადაზე 5 დღით ადრე მიიღო. ამ პროცესს თან ახლდა უპრეცედენტო ინციდენტი უშუალოდ ცესკოს სხდომაზე, საპროტესტო აქცია და შეტაკება პოლიციასთან. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პროცესის დაჩქარებით ხელისუფლება არჩევნების ლეგიტიმაციის დაჩქარებას ცდილობს.

რეზონანსი
17.11.2024

ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა საგანგები მიმართვა გაავრცელა. იგი „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას ულოცავს და იმედოვნებს, რომ ხელისუფლებ და ოპოზიცია ერთობლივად იმუშავებენ „ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის“. რა გავლენა ექნება ამ განცხადებას ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე და როგორ იმოქმედებს ის პოლიტიკურ ვითარებაზე?

ნატალია ჯვარიძე
17.11.2024

მესამე დღეა აფხაზეთში „ორხელისუფლებიანობაა" და ვინ ვის ემორჩილება, სრულიად გაურკვეველია. ოპოზიციამ საკოორდინაციო საბჭო შექმნა და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობიდან „მართავს" „რესპუბლიკას. დე ფატო პრეზიდენტი ასლან ბჟანია თავის მშობლიურ სოფელშია გამაგრებული და ამტკიცებს, რომ ყველაფერს კვლავინდებურად ის აკონტროლებს. რუსულ მედიაში კი გაჩნდა ცნობები, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის „აფხაზეთის საკითხზე" კონსულტაციები დაიწყო და პირველი შეთანხმებაც მიღწეულია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×