თამთა ჩაჩანიძე
24.11.2024

აშშ-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნები, 26 ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარების პარალელურად, ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო და უცხოური გავლენების კანონის გაუქმებას მოითხოვენ. „ქართული ოცნება" უკან არ იხევს და აცხადებს, რომ კანონებს არ გააუქმებს, თუმცაღა ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ ეს კანონები პოლიტიკური ვაჭრობისთვის გამოიყენოს და დასავლეთის მიერ 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურად ცნობის სანაცვლოდ მათზე უარი თქვას.

ნატალია ჯვარიძე
23.11.2024

დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განიხილება, როგორც მათთვის ყველაზე მისაღები პოლიტიკოსი საქართველოში. შესაბამისად, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ იგი, შესაძლოა, ოპოზიციის ერთ-ერთ მთავარ ლიდერად მოგვევლინოს და მომავალ წელს ახალი ოპოზიციური გაერთიანებაც კი შექმნას. ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსების საუბრობენ და მოქმედი პრეზიდენტის შესაძლო თანამებრძოლებსაც ასახელებენ. თავად სალომე ზურაბიშვილი კი, რომელსაც პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე დაახლოებით 3 კვირა რჩება, ამბობს, რომ არსად წავსლას არ აპირებს.

თამთა ჩაჩანიძე
22.11.2024

"გახარია საქართველოსთვის" მანდატების შეწყვეტაზე პარლამენტისთვის ამ ეტაპზე მიმართვას არ აპირებს, პარტიაში აცხადებენ, რომ შესაფერის დროს დაელოდებიან. ოპოზიციის ნაწილში ამბობენ, რომ ვინც არ დაწერს მანდატების გაუქმებაზე განცხადებას, ეს იქნება "ორმაგი თამაში". ურთიერთსაწინააღმდეგოა ანალიტიკოსთა პოზიციებიც.

ნატალია ჯვარიძე
22.11.2024

მოსკოვი აფხაზეთს ბოლო დროს მომხდარის გამო სამაგიეროს აუცილებლად გადაუხდის. უბრალოდ ახლა თავს იკავებს, რადგან პასუხისმგებელი არავინაა, მაგრამ დაელოდება და გარკვეულ შეზღუდვებს დაუწესებს, - ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან" განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
22.11.2024

ჰააგის სასამართლომ ისრაელის მოქმედი პრემიერის, ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და ჰამასის ლიდერის დაპატიმრების ორდერი გასცა, რასაც დასავლეთის ქვეყნებისგან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, აშშ შეშფოთებულია და არ იზიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც შეეხება ევროკავშირს, აქაც იყოფა აზრი, თუმცა ბლოკის მაღალჩინოსნების ნაწილი აცხადებს, რომ "გადაწყვეტილება დროულია".

თამთა ჩაჩანიძე
21.11.2024

„ქართული ოცნება" პრეზიდენტის არჩევისთვის ემზადება, კონკრეტული თარიღი კი მას შემდეგ განისაზღვრება, რაც მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება. 21 ნოემბერს „ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, თუმცა პარტიაში ამბობენ, რომ პრეზიდენტის კანდიდატურაზე მსჯელობა არ ყოფილა, თავს იკავებენ იმაზე საუბრისგანაც, თუ ვინ შეიძლება იყოს წამოყენებული მათი მხრიდან კანდიდატად, თუმცა შესაძლო ვერსიებზე უკვე საუბრობენ, მათ შორის ანალიტიკურ წრეებშიც.

ელზა პაპოშვილი
21.11.2024

მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეორე დღეა ოპოზიციური პარტიის ლიდერები თათბირობენ და ფიქრობენ, როგორ გააგრძელონ ქუჩის აქციები, მათმა მხარდამჭერებმა პასუხი, რა გეგმები აქვს ოპოზიციას, ჯერ არ იციან. „ძლიერი საქართველოს“ ოფისში ერთმანეთს 3-საათზე დიდხანს ხვდებოდნენ ოთხი ბარიერგადალახული პარტიის წევრები, თუმცა კონკრეტული სამოქმედეო გეგმა მაინც არ არსებობს.     

ნატალია ჯვარიძე
21.11.2024

რუსეთმა ბირთვული დარტყმის სიმულაცია მოახდინა და პირველად ბირთვული ტრიადის სტრატეგიული შეიარაღება გამოიყენა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამის შემდგომ ამ ბალისტიკურ რაკეტებს აღჭურავს ბირთვული ქობინებით და უკვე გაუშვებს ბირთვულქობინებიან რაკეტებს, ანუ გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს პირდაპირ კონტექსტში, - ამის შესახებ სამხედრო ანალიტიკოსმა ვახტანგ მაიასაიამ „რეზონანსთან" განაცხადა.

ნატალია ჯვარიძე
21.11.2024

მე ვხედავ გარკვეულწილად ოპოზიციის გამოსვლებს, მაგრამ ვერ ვხედავ ერთ ლიდერს. გადის ერთი, მეორე, მესამე და ა.შ. ზოგიერთი შესანიშნავადაც კი, თუმცა სხვადასხვა პოზიციები აქვთ და ერთიანობა არ ჩანს, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
21.11.2024

"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა ახალი მთავრობის პრემიერობის კანდიდატად მოქმედი პრემიერი ირაკლი კობახიძე წარადგინა, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურად კი კვლავ შალვა პაპუაშვილია დასახელებული. როგორც ჩანს, "ოცნება" ახალი პარლამენტის ნდობის გამოსაცხადებლად 25 ნოემბერს შეკრებისთვის ემაზდება - პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "წინასწარ ზუსტად იცის", რომ არჩევნებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

თამთა ჩაჩანიძე
20.11.2024

საკონსტიტიციო სასამართლომ არჩევნების შედეგების გაუქმებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი დაარეგისტრირა - კონსტიტუციონალისტების თქმით, ახლა სასამართლომ განმწესრიგებელი სხდომა უნდა გამართოს, რომელზეც უნდა დაადგინოს მიიღებს თუ არა სარჩელს არსებითად განსახილველად.

ელზა პაპოშვილი
20.11.2024

 რატომ მიიღო ოპოზიციამ ქუჩის აქციების დაშლის გადაწყვეტილება? რამაც მათ მხარდამჭერებში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც ცნობილი გახდა, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, დროებით დაიშალონ და ახალი გეგმა შეიმუშაონ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×