მარიამ ნებულიშვილი
02.09.2020

საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის აპრილის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. ეპიდემილოგები ვირუსის მზარდ დინამიკაზე ალაპრაკდნენ. ერთი დღის წინ, 1 სექტემბერს 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთვევების რაოდენობის ზრდის მიზეზად, ინფექციონისტები „რეზონანსთან" საუბრისას, რეკომენდაციების დაუცველობას და რეგიონში გაუარესებულ ეპიდემილოგურ მდგომარეობას ასახელებენ.

2 სექტემბერს დაფუიქსირებული 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო „დონას" კლასტერიდანაა, 7 - დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტი, 4 - შემოტანილი შემთხვევა, საიდანაც 2 პაციენტი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ხოლო 5 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.

„ე.წ „დონას კლასტერიდან", სადაც მოხდა მიკრო ეპიდაფეთქება, დაინფიცირებული არიან ძირითადად თანამშრომლები. ჯერჯერობით, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენად გავიდა ინფექცია „დონას" გარეთ. გუშინ საღამოს გამოცხადდა, რომ ვინც ბოლო დღეებში იყო ამ კაფეში, მისულიყვნენ კარვებში და ჩაეტარებინათ ტესტირება, 600-მდე ტესტია აღებული და მათი პასუხები გვექნება დღეს", - ამბობს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთეობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

ეპიდემილოგოები კონტროლის გამკაცრებაზეც ალაპარაკდნენ. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თავშეყრის ადგილებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს. მისი თქმით, თავდაცვის საუკეთესო საშუალება დისტანცია და პირბადეების ტარებაა.

„ახალი წყარო მეტყველებს, რომ თავი უნდა დავიცვათ, რეგულაციები უნდა შევასრულოთ. ამის საუკეთესო საშუალებაა დისტანცირებაა და პირბადე. მოვუწოდებ ყველას, დავიცვათ საკუთარი თავი პირბადეების და დისტანციის საშუალებით.

„რა თქმა უნდა, კონტროლის მექანიზმები უნდა გამკაცრდეს შესაბამის სამსახურების მიერ. კონტროლის გამკაცრებაზე ძირითადად საუბრია იქ, სადაც თავშეყრის ადგილებია. ეს არის სავაჭრო ობიექტი, ტრანსპორტი და ყველა ის ადგილი, სადაც 10 კაცზე მეტი შეიძლება შეიკრიბოს",-განაცხადა ეზუგბაიამ

უწყებათაშორისისაკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზოგადოებას წესების დაცვისკენ მოუწოდა და სოციალური პასუხისმგებლობები შეახსენა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და აქ სახუმარო არაფერი არ არის. ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გვაქვს პასუხისმგებლობა ერთმანეთის წინაშე, პირველ რიგში, ბავშვების და შემდეგ უკვე ჩვენი ხანდაზმულების წინაშე", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

როგორც ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, შემთხვევების მატება კატასტროფული არარის თუ გავითავლიწინებთ რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციას. მისი თქმით, აუცილებელია მოსახლეობად რეკომენდაციები სრულად დაიცვას, რათა მინიმუამდე შემცირდეს რისეკბი.

„მე ვთვლი, რომ ამ მონაცემებით ჯერჯერობით საჭირო არ არის რადიკალური ზომების მიღება, თუმცა, აუცილებელია, რომ ახალეპიდკერებში ჩატარდეს შესაბამისი ღონისძებები, რაც ტარდებობდა ზოგადად ასეთი აფეთქებების დროს. ახლა, როგორც ვიცი, ბათუმშიმიმდინარეობს ფართომასშტაბიანი კვლევები, რათა მოხდეს დროულად ყველა ინფიცირებულის გამოვლენა.

„რაც შეეხება მატებას, ეს ბუნებრივია, ჩვენთან მთელი ზაფხული სტაბილური ეპიდსიტუაცია იყო, თუმცა ეს ვირუსი არსად არ წასულა. ჩვნს მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ რთული ეპიდსიტუაციაა, საკმაოდ მაღალია დაავადების გავრცელების მაჩვენებელი. ამიტომ, ჩვეთან, რომ მატებაა ეს არ არის კატასტროფა. უბრალოდ მნიშვნელოვნია, რომ მოსახლეობამ დაიცვას რეკომენდაციები.

„ასე ზრდა იმითაცაა გამოწვეული, რომ საკმაოდ ბევრმა ადამიანმა დაივიწყა კორონავირუსის არსებობა და იმ რეგულაციებს თუ რეკომენდაციებს არ იცავდა, რასაც სპეციალისტები აძლევდნენ. ჩვენი ვალია რომ დავიცვათ რეკომენდაციები და გავაკეთოთ ყველაფერი, რათამინიმუმამდე დავიყვანოთ დაავადების გავრცელების რისკები. ეს რისკებს ბოლომდე ალბათ არ მოხსნის, მაგრამ ჩვენი მხრიდან მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით მიდგომა, გამოიწვევს იმას, რომ შესაძლებელი გახდება ქვეყანაში სტაბილური ეპიდსიტუაციის შენარჩუნება", - თქვა გოგინავამ.

მიუხედავად შემტხვევების მატებისა, პრემიერის თქმით, სკოლებში დისტანციური სწავლების აუცილებლობა არ დგას და სასწავლო პროცესი წესისამებრ განახლდება.

„თუ ყველა რეკომენდაცია იქნება დაცული, მიხედავად იმისა, რომ სასწავლო წელი განახლდება და მიუხედავად რისკებისა ჩვენ მაინც გვაქვს იმის რესურსი, რომ შევინარჩუნოთ იგივე სიტუაცია, შეიძ₾ება მცირედით გაუარესდეს მდგომარეობა, მაგრამ არა ისე, რომ უმართავი გახდეს მდგომარეობა", - ამბობს ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან".

2 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1548 გახდა. აღნიშნული რაოდენობა საქართველოში 16 აპრილის შემდეგ რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია, როცა 42 შემთხვევა იყო გამოვლენილი. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 17-ით გაიზარდა და 1270-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5806 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 230. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×