სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    24.02.2018

     იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 50 მოსამართლიდან 44 მოსამართლის უვადოდ გამწესებამ ვნებათაღელვა გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით შეშფოთება პრემიერ-მინისტრმაც გამოთქვა.

    მარიამ კუპატაძე
    22.02.2018

     ტელეკომპანია "იბერიის" ჟურნალისტები ხელისუფლებას "ომეგა ჯგუფის" წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებების აღკვეთისაკენ მოუწოდებენ.

    გვანცა წულაია
    21.02.2018

     პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის დედაქალაქებში კრიმინალის კუთხით, ქართველების თემის განსაკუთრებულად გააქტიურების ერთ-ერთ მიზეზად რუსულ პროპაგანდას მიიჩნევს.

    მარიამ კუპატაძე
    20.02.2018

     დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერ მუსტაფა ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა ჩაბუქისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ დააკმაყოფილა.

    გვანცა წულაია
    19.02.2018

     მედია ექსპერტმა ნინია კაკაბაძემ "განსხვავებულ აქცენტებში" ტელეკომპანია "პირველი" ირგვლის მიმდინარე მოვლენებზე ისაურმა და განაცხადა, რომ ტელეკომპანიის მფლობელმა ვატო წერეთელმა არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან შეხვედრისას თქვა, რომ განათლების და მეცნიერების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მას დაუკავშირდა და უთხრა, რომ ტელეკომპანიის მომავალთან დაკავშიებით ხელისუფლება მსჯელობდა.

    გვანცა წულაია
    17.02.2018

     "მაუწყებლობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით ერთთვიანი კამათი დასასრულს მიუახლოვდა. მომავალ კვირას პარლამენტი პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტოს დაძლევას შეეცდება. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის აზრით, სარეკლამო ბაზარზე "პირველი არხის" შემოსვლა არ დააზარალებს სხვა ტელევიზიებს, ამიტომ, მისი პირადი პოზიციაა, რომ ვეტო უნდა დაიძლიოს.

    მარიამ კუპატაძე
    16.02.2018

     საქართველოს მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული სამსახური შეითავსებს როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ფუნქციებს, ასევე გამოიძიებს სამართალდამცველთა მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულს.

    მარიამ კუპატაძე
    15.02.2018

     რამდენიმე დღის წინ გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმარი, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული, ყელგამოჭრილი იპოვეს.

    გვანცა წულაია
    14.02.2018

     საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, რესტორან "სულგუნში" სადილობისას დააკავეს და რეადმისიით პოლონეთში დააბრუნეს.

    მარიამ კუპატაძე
    13.02.2018

     თბილისის მერის მოადგილე მაია ბითიძის განცხადებით, ტაქსის მძღოლებს შესაბამისი რეგისტრაციის გასავლელად გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ. მისივე თქმით, ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ჯარიმას გადაიხდიან.

    გვანცა წულაია
    12.02.2018

     "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი "დეგრადირებული ლიდერია" და მის გარშემო პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანება ვერ მოხდება.

    გვანცა წულაია
    10.02.2018

     აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის განცხადებით, თბილისიდან მისი გატაცების ბრძანება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved