სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    09.02.2018

     გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალის ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა სურს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხელისუფლების ეს დამოკიდებულება, სავარაუდოდ, დევნილების წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკის კამპანიას უკავშირდება.

    მარიამ კუპატაძე
    08.02.2018

     ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს ხელი სუფლებას მოუწოდებენ, მიიღოს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წინადადება და რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს შეუერთდეს.

    გვანცა წულაია
    07.02.2018

     საქართველოში რუსული პროპაგანდის რეალური შედეგების მიღწევა და დადება ჯერჯერობით არ მომხდარა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში, ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურისა და მედეგობის თემაზე მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    გვანცა წულაია
    05.02.2018

     საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მიმართა, რომ დროა, საქართველოში შავი "ჯიპების" ეპოქა დასრულდეს.

    გვანცა წულაია
    03.02.2018

     საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას სთავაზობს, ე.წ. გირგვლიანის შესწორებები "ამნისტიის შესახებ" 2012 წელს მიღებულ კანონს დაეფუძნოს და სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანები სისტემიდან დაითხოვონ. ამის შესახებ მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

    თიკო ოსმანოვა
    02.02.2018

     ბოლო 2 თვეში არასრულწლოვნებს შორის დაჭრის 5 შემთხვევა დაფიქსრდა. ერთ-ერთი ბოლო ინციდენტი 31 იანვარს მოხდა. ალ. ყაზბეგის გამზირზე მდებარე ე.წ. წითელ ბაღში 35-ე სკოლის 3 მოზარდი სავარაუდოდ ყოფილმა თანაკლასელმა დაჭრა. ბრალდებული, რომელიც პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობდა, გუშინ დააკავეს.

    ნინი ქეთელაური
    01.02.2018

     ეროვნული უსაფრთხოების საკითხების კოორდინაციის მიზნით, შესაძლოა, დღის წესრიგში სპეციალური ორგანოს შექმნის საკითხი დადგეს. დღევანდელი მოცემულობით, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ლიკვიდაციას დაექვემდებარა, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი ორგანოები არიან - ეროვნული უშიშროების საბჭო და საქართველოს მთავრობა.

    გვანცა წულაია
    31.01.2018

     გუშინ 347 853 ლარად 5 თვის წინ გარემონტებული მეტროსადგურ "ვარკეთილის" ჭერი ჩამოინგრა. ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელია.

    ეკატერინე ბასილაია
    30.01.2018

     შინაგან საქმეთა სამინისტრო ქურდული სამყაროს წარმომადგენლების მიმართ სასჯელს ამკაცრებს. როგორც გუშინ მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, შს სამინისტრო ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებული აქვს და ის პარლამენტში მალე განიხილება.

    ნინი ქეთელაური
    29.01.2018

     უნდა მიეცეს თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამის განთავსებისა და სარეკლამო ბაზარზე შესვლის უფლება - საკითხზე დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.

    გვანცა წულაია
    27.01.2018

     არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის პედაგოგსა და მენეჯერ მუსტაფა ემრე ჩაბუქს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს. შესაბამისი მიმართვა გუშინ გავრცელდა, რომელსაც 21 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

    თიკო ოსმანოვა
    26.01.2018

     თბილისში, პარლამენტის შენობასთან, გიორგი გიორგანაშვილის ("ბახალას") მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. მისი მეგობრები, სამოქალაქო სექტორი და მოქალაქეები გიორგანაშვილისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას აპროტესტებენ. სამოქალაქო პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ მსჯავრდებულისა და, ასევე, "თეთრი ხმაურის" მოძრაობის აქტივისტ ბექა წიქარიშვილის გათავისუფლებას და რეპრესიული, არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის უმოკლეს ვადაში შეცვლას.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved