სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ კუპატაძე
    27.04.2018

     ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ხდება. უახლოეს დღეებში - პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, შემდეგ კი ყრილობა გაიმართება, სადაც დელეგატები პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. არჩეული იქნება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობაც.

    მარიამ კუპატაძე
    26.04.2018

     ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერჯერობით შერჩეული არ არის, მისი ვინაობა აგვისტოში გახდება ცნობილი და ვინც უნდა იყოს წარდგენილი, ის აუცილებლად გაიმარჯვებს.

    გვანცა წულაია
    25.04.2018

     რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, შესაძლოა, დასჯადი ქმედება გახდეს. "პატრიოტთა ალიანსის" წევრ ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა პარლამენტმა უკვე დაიწყო და წარმოდგენილ დოკუმენტს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა.

    მარიამ კუპატაძე
    24.04.2018

     11-დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. "შექმნილი სიტუაციიდან არსებობს რამდენიმე გამოსავალი, თუმცა მე არც ერთ მათგანს არ ავირჩევ. ეს ჩემი არ არის. ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ქუჩის მოძრაობა ჩემი დანიშვნის წინააღმდეგია. მე ვასრულებ თქვენს მოთხოვნას: მშვიდობასა და ჰარმონიას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას", - წერს სარგსიანი განცხადებაში.

    გვანცა წულაია
    23.04.2018

     პანკისის ხეობის მოსახლეობა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ პარასკევს თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში შეკრებილმა პანკისელებმა განაცხადეს. ისინი კვირიკაშვილს ხეობაში ჩასვლას სთავაზობენ და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

    გვანცა წულაია
    20.04.2018

     პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის. როგორც მან მთავრობის გუშინდელ სხდომაზე თქვა, კოორდინაცია მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შორის ძალიან კარგია.

    მარიამ კუპატაძე
    19.04.2018

     საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 4 ქართველი ე.წ. "კანონიერი ქურდი" და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი დააკავეს.

    გვანცა წულაია
    18.04.2018

     პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სერჟ სარგსიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრობას "ტვიტერით" ულოცავს. საქართველოს პრემიერი სომეხ კოლეგას წარმატებას უსურვებს და იმედოვნებს, რომ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

    მარიამ კუპატაძე
    17.04.2018

     საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ჭიჭინაძის განცხადებით, თუ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის თანმხლები პირები ე.წ. ახალგაზრდა ლიდერები იქნებიან, შესაძლოა, "ოცნებამ" საპრეზიდენტო არჩევნებში წააგოს.

    გვანცა წულაია
    16.04.2018

     თბილისში, ბანროვის ქუჩაზე 25 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირთან დაკავშირებით დღეს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი შარშან პრეზიდენტმა შეიწყალა.

    გვანცა წულაია
    14.04.2018

     "ქართული ოცნება" შიდა დოკუმენტის მიღებას აპირებს, რომლითაც, როგორც დეპუტატები განმარტავენ, პარტიის შიგნით ურთიერთობებისა და გადაწყვეტილებების მიღების ფორმა განისაზღვრება.

    მარიამ კუპატაძე
    13.04.2018

     პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ფრიდომ ჰაუზის" ანგარიშის ავტორები ვერ მალავენ უარყოფით დამოკიდებულებას ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც "დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედია საქართველოში".


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved