სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მთავარი ამბები
    ეკატერინე ბასილაია
    24.02.2018

     "ისლამური ხალიფატის" მებრძოლები და ასევე სამოქალაქო პირის სტატუსით იქ მომუშავე ადამიანები საქართველოში ბრუნდებიან. პანკისში, ქვემო ქართლში, აჭარასა და გურიაში დაბრუნებულებზე საუბრობენ ქართველი ექსპერტები და ამაზე წერს "ვაშინგტონ პოსტიც". უფრო მეტიც, ამერიკული გამოცემის მტკიცებით, საქართველოში 50-მდე ჯიჰადისტია დაბრუნებული და სახელმწიფომ არ იცის, რა უყოს მათ.

    მარი ჩიტაია
    24.02.2018

     უნებართვო მშენებლობების შეჩერების ფაქტების გახშირება და რეგულაციების გამკაცრება უძრავ ქონებას გააძვირებს. მოთხოვნა ჯერჯერობით ახალაშენებულ საცხოვრებელ ფართებზე შენარჩუნდება, თუმცა შეიძლება ვითარება ამ მხრივაც შეიცვალოს. ამჟამად ყოველი 10 გაყიდული ბინიდან 8 ახალ კორპუსებზე მოდის.

    რეზონანსი
    24.02.2018

    24 თებერვალი 2018 წ

    ნინო ქეთელაური
    24.02.2018

     დემირელის კოლეჯის მენეჯერის ადვოკატები ჩაბუქის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას მოითხოვენ. მათი თქმით, ჩაბუქის გატაცებისა და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე არსებობს, რის გამოც დაცვის მხარემ შესაბამისი მოთხოვნით საქართველოს მთავარ პროკურატურას უკვე მიმართა.

    თიკო ოსმანოვა
    24.02.2018

     რა შეიძლება გამხდარიყო თემქაზე 21 წლის გოგოს სასტიკი მკველობის მიზეზი, გარდაცვლილის ოჯახისთვის უცნობია. გოგონას მეზობლები ამბობენ, რომ ანა ნაცვლიშვილი, სავარაუდოდ, შეყვარებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. თავად ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი კი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

    თიკო ოსმანოვა
    24.02.2018

     იუსტიციის საბჭოს გარშემო ვნებათაღელვა გრძელდება. საბჭოს წევრებს შორის დაპირისპირების შემდეგ ხმაური მოჰყვა ზოგიერთი მოსამართლის უვადოდ დანიშვნას. ამასთან დაკავშირებით შეშფოთება თავად პრემიერმაც გამოთქვა. სულხან მოლაშვილის, სერგო თეთრაძისა და სხვა უსამართლოდ განხილული საქმეების მოსამართლეების უვადოდ გამწესებამ კითხვები გაუჩინა უმრავლესობის წევრებსაც. იურისტები კი ხელს "ოცნებისკენ" იშვერენ და სასამართლო სისტემაში ძირეული რეფორმების აუცილებლობაზე საუბრობენ.

    ნინო ქეთელაური
    24.02.2018

     "ბოლო პერიოდს თვალს თუ გადავავლებთ, ვნახავთ, რომ ყველა არჩევნებში მთავარ როლს ის ადამიანი ასრულებს, ვინც თავის თავს "რიგით მოქალაქეს" უწოდებს. მან უკვე დაგვმოძღვრა, რომ საქართველოს მართვა 2032 წლამდე აქვს დაგეგმილი. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ბატონი ბიძინა, მაგრამ ჩვენ რაც შეიძლება მალე მოგვცეს განვითარების საშუალება," - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.

    ნათია ლომიძე
    24.02.2018

     რეალური საშუალო ფენა ქვეყანაში მუდმივად მცირდება. კლებისკენ აღებული ტენდენცია ბოლო წლებშიც გრძელდება. სპეციალისტების აზრით, საშუალო ფენის ევროპულ სტანდარტს საქართველო ამ ტემპით ვერასდროს დაეწევა, რადგან ჩვენი და ევროპული ქვეყნის სტანდარტი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.

    ია აბულაშვილი
    24.02.2018

     "ლერმონტოვმა სამაგიერო სრულიად გადაუხადა ჯადოსნურ ქვეყანას, რომელმაც მის პოეტურ სულს საუკეთესო, უმდიდრესი შთაბეჭდილებები მისცა" - ასე შეაფასა ბესარიონ ბელინსკიმ მიხაილ ლერმონტოვის შემოქმედება, რომელმაც საქართველოს ისტორია, ტრადიციები, ლამაზი ბუნება ასახა თავის შედევრებში "დემონი", "მწირი" და "ჩვენი დროის გმირი". რუსი პოეტის შემოქმედების შეფასება ლიტერატორებისთვის მიგვინდია, ჩვენ კი დღევანელ სტატიაში ერთი ლექსის ისტორიას გავიხსენებთ, რომელიც პოეტმა საქართველოდან გამგზავრების შემდეგ დაწერა და "ხანჯალი" უწოდა.

    თეო გუდავაძე
    24.02.2018

     თანამედროვე სამყაროს ინტერნეტიზაციასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური, პოპულარული და მარტივად ხელმისაწვდომი ხდება სხვადასხვა ლიტერატურის კითხვა. ელექტრონული წიგნები ავიწროებენ ბეჭდურ გამოცემებს, რაც ბიბლიოთეკებს აქტუალობას უკარგავს. ადამიანები სულ უფრო იშვიათად სარგებლობენ წიგსაცავების მომსახურებით, რადგან მიიჩნევენ, რომ ბიბლიოთეკებში სიარული არახელსაყრელია.

    მამუკა ნაცვალაძე
    24.02.2018

     მათლმადიდებლობა და ეკლესიის ავტოკეფალია საუკუნეების განმავლობაში იდენტიფიცირებული იყო ქართულ სახელმწიფოებრიობასთან. ის კულტურული ყოფა, რასაც ქართული, ეროვნული და სარწმუნოებრივი პოსტულატები ეფუძნებოდა, ქრისტიანული კულტურითა და ტრადიციებით იყო ნაკვები. სწორედ ამიტომაც მაჰმადიანურ იმპერიათა აგრესიისას ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ქრისტიანული ფასეულობების მოსპობა და ახალი კულტურული რეალობის დამკვიდრების მცდელობა იყო. თუმცა სულ მალე აშკარად გამოჩნდა, რომ ანალოგიური განწყობით იყო გაჯერებული ერთმორწმუნე რუსეთიც, რომელიც ქრისტიანობის ნიღბით შემოვიდა საქართველოში თითქოსდა განმათავისუფლებელი, არადა, სულ მალე ყველასთვის ნათელი გახდა, რომ სანკტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარმა ქართული ეროვნული ფასეულობებისა და კულტურის მოსპობა დაისახა მიზნად.

    ნინო ქეთელაური
    24.02.2018

     სირიაში 1873 "ტერორისტი" ლიკვიდირებულია, თურქეთმა 415 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება შეძლო, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი ირწმუნება.

    ეკატერინე ბასილაია
    24.02.2018

     შესაძლოა, ამერიკული სანქციები თურქეთზეც გავრცელდეს. აშშ-მ ქვეყნები გააფრთხილა, რომ მათ წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან მსხვილ გარიგებას დადებენ. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება და, გამოცემისვე ცნობით, გაფრთხილება, პირველ რიგში, თურქეთს ეხება, რომელიც რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო სისტემას - ეს-400-ს მიიღებს. სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, ზოგიერთი ქვეყანა ფიქრობს, იყიდოს თუ არა რუსეთისგან შეიარაღება მას შემდეგ, რაც აშშ-სგან გაფრთხილება მიიღო.

    მოსაზრება
    22.02.2018

    ანზორ საკანდელიძე

    თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე

    ქვეყნის სათავეში მოსული ყველა მთავრობა ცდილობს, კანონგარეშედ გამოცხადებული მცირე მეწარმეების გვერდის ავლით თავად აკონტროლოს მეწარმეობის განვითარებისათვის ყოველწლიურად გამოყოფილი ათეულობით მილიონი დოლარის გრანტები, ტრანშები, დახმარებები და შეღავათიანი კრედიტები კომერციული ბანკების მეშვეობით.


    გვანცა წულაია
    24.02.2018

     იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 50 მოსამართლიდან 44 მოსამართლის უვადოდ გამწესებამ ვნებათაღელვა გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით შეშფოთება პრემიერ-მინისტრმაც გამოთქვა.

    მარიამ კუპატაძე
    22.02.2018

     ტელეკომპანია "იბერიის" ჟურნალისტები ხელისუფლებას "ომეგა ჯგუფის" წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებების აღკვეთისაკენ მოუწოდებენ.

    გვანცა წულაია
    21.02.2018

     პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის დედაქალაქებში კრიმინალის კუთხით, ქართველების თემის განსაკუთრებულად გააქტიურების ერთ-ერთ მიზეზად რუსულ პროპაგანდას მიიჩნევს.

    მარიამ კუპატაძე
    20.02.2018

     დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერ მუსტაფა ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა ჩაბუქისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ დააკმაყოფილა.

    გვანცა წულაია
    19.02.2018

     მედია ექსპერტმა ნინია კაკაბაძემ "განსხვავებულ აქცენტებში" ტელეკომპანია "პირველი" ირგვლის მიმდინარე მოვლენებზე ისაურმა და განაცხადა, რომ ტელეკომპანიის მფლობელმა ვატო წერეთელმა არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან შეხვედრისას თქვა, რომ განათლების და მეცნიერების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მას დაუკავშირდა და უთხრა, რომ ტელეკომპანიის მომავალთან დაკავშიებით ხელისუფლება მსჯელობდა.

    გვანცა წულაია
    17.02.2018

     "მაუწყებლობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით ერთთვიანი კამათი დასასრულს მიუახლოვდა. მომავალ კვირას პარლამენტი პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტოს დაძლევას შეეცდება. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის აზრით, სარეკლამო ბაზარზე "პირველი არხის" შემოსვლა არ დააზარალებს სხვა ტელევიზიებს, ამიტომ, მისი პირადი პოზიციაა, რომ ვეტო უნდა დაიძლიოს.

    მარიამ კუპატაძე
    16.02.2018

     საქართველოს მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული სამსახური შეითავსებს როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ფუნქციებს, ასევე გამოიძიებს სამართალდამცველთა მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულს.

    მარიამ კუპატაძე
    15.02.2018

     რამდენიმე დღის წინ გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმარი, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული, ყელგამოჭრილი იპოვეს.

    გვანცა წულაია
    14.02.2018

     საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, რესტორან "სულგუნში" სადილობისას დააკავეს და რეადმისიით პოლონეთში დააბრუნეს.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter