რეზონანსი
26.04.2024

ყიფ­ში­ძე­ე­ბის გარ­შე­მო ატე­ხილ სკან­დალს მსა­ხი­ო­ბი ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა პირ­ვე­ლად მოხ­და და მო­უ­წო­დებს ყვე­ლას, თავი შე­ი­კა­ვონ ნა­ტა­ლი­ას საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ლან­ძღვის­გან.

"მის­თვის ოჯა­ხის წევ­რებ­თან მსგავ­სი, მარ­ტი­ვად რომ ვთქვა უთან­ხმო­ე­ბა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ პირ­ვე­ლად მოხ­და. სი­გი­ჟემ­დე უყ­ვარს მა­მაც და ბა­ბუ­აც, ამი­ტომ ყვე­ლა ვინც ოდ­ნავ მა­ინც სცემთ ამ მებ­რძოლ და ულა­მა­ზეს გო­გოს პა­ტივს, მი­ნი­მუმ ამის გამო შე­ი­კა­ვეთ თავი. არ მგო­ნია მის­თვის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ლან­ძღვით, მას აძ­ლი­ე­რებ­დეთ, თან მი­სი­ვე გვერ­დზე.

რო­გო­რი მარ­თლე­ბიც არ უნდა იყოთ, აუ­ცი­ლებ­ლად ატ­კენთ მას გულს. არ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა მხრი­დან წნეხ­ში იყოს. ნატალია ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ, მე­ა­მა­ყე­ბი და შენი თა­ო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად იცხოვ­რებს ისეთ ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლის­თვი­საც იბ­რძვის" - წერს ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი.

ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძის მიერ “ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლის” პირ­და­პირ ეთერ­ში გა­მოთ­ქმულ აზრს, რომ აქ­ცი­ებ­ზე ყოფ­ნით ის ქვეყ­ნის მო­მა­ვალს იცავს, მისი ბა­ბუა, მსა­ხი­ო­ბი ზურა ყიფ­ში­ძე სა­ჯა­როდ და­უ­პი­რის­პირ­და და ნა­ტა­ლი­ას მიერ "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში და­წე­რა:

“ვაი მე! სადა ბა­ნა­ობ? შვი­ლო! შე ვი­რიშ­ვი­ლო, ვინ კა­მა­თობს იმა­ზე, რა­საც ამ­ბობ? ცოტა გა­ერ­კვი­ეთ? გა­ა­ხი­ლეთ თვა­ლე­ბი და დაც­ქვი­ტეთ ყუ­რუშ­კე­ბი!? შენ, ჩვე­ნი თა­ო­ბის, მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლი!? სა­ო­ცა­რია? ასე ვინ და­გა­ბო­ლათ? ნაღ­ვლი­ა­ნად ვარ! სამ­წუ­ხა­როა!?” - წერს ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძის ბა­ბუა ზურა ყიფ­ში­ძე.

ა­ტა­ლიამ ზურა ყიფ­ში­ძის აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­მენ­ტა­რის პა­სუ­ხად დაწერა:

“მეც ნაღ­ვლი­ა­ნად ვარ, ბა. მო­გე­წე­რა ან და­გე­რე­კა, ასე თუ შეგ­ტკი­ვა გული. მეც არ გე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ არ მოგ­მარ­თავ გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხალ­ხოდ. სამ­წუ­ხა­როა ნამ­დვი­ლად”.

tia.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×