რეზონანსი
25.04.2024

ნატალია ყიფშიძის მიერ “ტელეკომპანია პირველის” პირდაპირ ეთერში გამოთქმულ აზრს ზურა ყიფშიძე საჯაროდ უპირისპირდება. საქმე ეხება ბოლოდროინდელ პოლიტიკურ ვითარებას და საპროტესტო აქციებს, სადაც ნატალია ყიფშიძე წინა ხაზზე დგას. სახელოვანი ბაბუის შვილიშვილმა თავისი პროტესტი გადაცემა "რეაქციაშიც" დააფიქსირა და ვიდეო თავის გვერდზეც გამოაქვეყნა. 

ვიდეოს კი ზურა ყიფშიძემ ასეთი კომენტარი გაუკეთა: 

„ვაი მე! სადა ბანაობ? შვილო! შე ვირიშვილო, ვინ კამათობს იმაზე, რასაც ამბობ? ცოტა გაერკვიეთ? გაახილეთ თვალები და დაცქვიტეთ ყურუშკები!? შენ, ჩვენი თაობის, მუსიკის მოყვარული!? საოცარია? ასე ვინ დაგაბოლათ? ნაღვლიანად ვარ! სამწუხაროა!“

ბაბუის კომენტარს იქვე გამოეხმაურა ნატალია ყიფშიძეც:

„მეც ნაღვლიანად ვარ ბა. მოგეწერა ან დაგერეკა ასე თუ შეგტკივა გული. მეც არ გეთანხმები, მაგრამ არ მოგმართავ განსაკუთრებით სახალხოდ. სამწუხაროა ნამდვილად.“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×