რეზონანსი
27.11.2022

მამა პეტრე კოლხი ბოლო დროს ქვეყანაში მომხდარ შემთხვევებს ეხმაურება.

„ეს ის ქვეყანაა, სადაც პატარებს აწამებენ, ნიჭიერებს კლავენ, ადამიანებს ქრისტიანობის სახელით ფიზიკურად უსწორდებიან… 70 წლის მონაზვნებს აუპატიურებენ და მერე ქუჩაში, ასე უსინდისოდ, ასე უნამუსოდ რიგში ჩამწკრივებულები ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ…

თან ისტერიკულად იმეორებენ, რომ საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვერდი ქვეყანაა…

დამპყრობლები, პირველი ეკლესია-მონასტრებს ერჩოდნენ… მარტო კედლების განადგურებით არ კმაყოფილდებოდნენ, რადგან მათთვის მთავარი სამონასტრო დასის ნამუსის ახდა იყო… მონაზვნები ხშირად უკიდურეს ზომებს მომართავდნენ, რომ ჯალათების ხელში ცოცხლად არ ჩავარდნილიყვნენ…

სიყალბემ, ამპარტავნებამ, ამ საზიზღარმა მესიანისტურმა აზრებმა მიგვიყვანა იქ, სადაც ვართ…

მას არ შეიძლება ეწოდოს ქრისტიანი, მართლმადიდებელი, ადამიანი, ვინც გიორგობის მეორე დღეს მონასტრის კარებს მიადგება და 70 წლის ქალს ასე წამებით სიკვდილამდე მიიყვანს…

კიდევ რაღა უნდა მოხდეს, რომ ვაღიაროთ, ჩვენი ,,წილხვედრი”

ქვეყანა დიდი ხანია ასცდა ქრისტეს გზას და ბარაბა აირჩია…

მონაზვნის ისტორია კი ყველას მოგვეკითხება, ეს მოკითხვა ძალიან ძვირი დაგვიჯდება!..“, – წერს პეტრე კოლხი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×