ქეთო გოგოხია
10.08.2022

სახელმწიფომ ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა დაიწყო. პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ ოფიციალურად დამტკიცებულია და ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში განხორციელდება.  საქართველოში ბიოწარმოების მსურველ მეწარმეებს ფინანსურ მხარდაჭერას სოფლის განვითარების სააგენტო გაუწევს.

ელზა პაპოშვილი
09.08.2022

სამშაბათს უკრაინაში მნიშვნელოვანი რამ მოხდა - ომის განმავლობაში პირველად უკრაინელებმა ყირიმის ნახევარკუნძულზე მიიტანეს სარაკეტო იერიში. სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ უკრაინულ არმიას უკვე აქვს შორსმსროლელი ზუსტი შეიარაღება, რაც, სავარაუდოდ, ომის მსვლელობაზე მოახდენს გავლენას. ამის პარალელურად ბრიტანეთის დაზვერვამ ანგარიში გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა ფრონტის ხაზი ბოლო ერთ თვეში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ვლადიმირ პუტინთან მის შესაძლო შეხვედრაზე გააკეთა განცხადება.

ქეთო გოგოხია
09.08.2022

მომდევნო თვეებში ინფლაციის მაჩვენებელი შესაძლოა, 3-5%-ის ფარგლებში ჩამოვიდეს, თუმცა დეფლაციიური ტენდენციის დაწყებას სპეციალისტების უმეტესობა გამორიცხავს. ფასების კლების უკუსვლა ჯერჯერობით არ შეინიშნება, ამ მხრივ ვერც სეზონურმა ფაქტორმა მოახდინა გავლენა და ვერც ლარის გამყარებამ, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში შეუქცევადი პროცესი გახდა. თუმცა, არსებობს საპირისპირო და საკმაოდ არგუმენტირებული მოსაზრებაც.

თამთა ჩაჩანიძე
09.08.2022

ენმ აცხადებს, რომ მზად არის მმართველ პარტიასთან ერთად იმუშაოს ევროპული საბჭოს 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესასრულებლად. საშემოდგომო სესიაზე ენმ ოფიციალურ ფორმატში გამართულ ყველა შეკრებასა და დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, იქნება ეს კომიტეტის, ბიუროს თუ პლენარული სხდომები. პარალელურად კი ოპოზიცია შემოდგომაზე აქციებს აანონსებს. ანალიტიკოსთა აზრით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილისა და „ოცნების" თანამშრომლობა რთული იქნება, თუმცა უნდა შეძლონ იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

ია აბულაშვილი
09.08.2022

„პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შევაგებებთ“ - ასეთია „ქართული ოცნების“ პოზიცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად მობმედი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილი კანდიდატურა არ წარუდგინა.

ია აბულაშვილი
09.08.2022

კელი დეგნანმა ღიად დატოვა მხოლოდ ერთი კითხვა - არის თუ არა ივანიშვილი ოლიგარქი? მან ფაქტიურად ხელი დაიბანა ამ საკითხთან დაკავშირებით და გავიდა თამაშიდან - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე საქართველოში აშშ-ის ელჩის ინტერვიუს „ფორმულასთან“, სადაც მან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

ელზა პაპოშვილი
09.08.2022

საბერძნეთში 41 წლის საქართველოს მოქალაქე  ჩაცხრილეს. როგორც ბერძნული მედია წერს მამაკაცს 12 ტყვია ჯერჯერობით დაუდგენელმა 2 პირმა ესროლა, რომლებიც  მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ. შემთხვევა ქალაქ კომოტინში მოხდა და ფაქტს ბევრი თვითმხილველი ჰყავს. 

თამთა ჩაჩანიძე
09.08.2022

უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელის მხრიდან საქართველოს კრიტიკა გარკვეული ეჭვის საფუძველს ქმნის, რომ შესაძლოა ეს მოსკოვის ფარული გეგმის ნაწილი იყოს - ამის შესახებ „რეზონანსთან" პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის ინტერვიუს კომენტირებისას. მისივე თქმით, რუსეთი დაინტერესებულია საქართველოში დესტაბილიზაციით, ოღონდ ისე, რომ ეს თავად მას არ დაბრალდეს.

ელზა პაპოშვილი
08.08.2022

81 წლის ექიმი, რომელმაც კლინიკა "კანვენის" დირექტორს სამუშაო კაბინეტში ესროლა, მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. იმის მიუხედავად, რომ ადვოკატს მუხლის შემსუბუქების მოლოდინი ჰქონდა, პირიქით, თეიმურაზ ბეჟანიძისთვის ბრალდება უფრო მკაცრი აღმოჩნდა. მას იარაღის ნაწილში კიდევ ერთი მუხლი დაუმატეს. 

ქეთო გოგოხია
08.08.2022

სეზონური მუშახელი საქართველოთვის უდიდეს პრობლემად იქცა. რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმებულები დღიურად მინიმუმ 60-70 ლარს ითხოვენ.  50 ლარად მუშახელის შოვნა უკვე ძალიან ჭირს. ზოგ შემთხვევაში, რა ანაზღაურებაც არ უნდა შესთავაზო, ხალხი ფიზიკურ შრომას თაკილობს, რის გამოც რეგიონებში მასობრივად მუშახელის სიმცირესა და მასთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრობენ. განსაკუთრებით მთიან ნაწილში უჭირთ, სადაც მოსახლეობის სიმცირეა. თუმცა მოქალაქეები სამუშაოს შესრულებას გაურბიან ბარშიც, სადაც, როგორც იტყვიან,  ,,საქმე თავზესაყრელადაა", მაგრამ შრომა არავის უნდა.

თიკა სიბოშვილი
08.08.2022

საქართველოში, ჯანდაცვის სექტორში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს. პანდემია და მის დროს დაწესებული შეზღუდვები ეკონომიკის განვითარებისათვის შემაფერხებელი აღმოჩნდა, რის გამოც ბიზნესმა უზარმაზარი ზარალი მიიღო. რამდენიმე დღის, წინ პოსტი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დატოვა. დიდი ალბათობით, ე.წ. რეორგანიზაცია, უაზრო შეზღდუვებსა და ეკონომიკის შეფერხებას უკავშირდება, რაც ზუსტად პანდემიის პერიოდში იწვნია მთელმა ქვეყანამ.

თამთა ჩაჩანიძე
08.08.2022

რუსეთი უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისთვის ემზადება, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით,საოკუპაციო ძალები ქვეყნის სამხრეთით ფსევდორეფერენდუმების ჩატარებას გეგმავენ. რუსული მედია კი წერს, რომ ზაპოროჟიეს ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ე.წ რეფერენდუმის ჩატარების შესახებ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×