ელზა პაპოშვილი
29.09.2022

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაწყებულ გაწევ-გამოწევას და გაუგებრობას, როგორც იქნა დაპირისპირების მთავარი ადრესატი დავით კეზერაშვილი გამოეხმაურა. ყოფილი თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ არასოდეს ჩარეულა ოპოზიციის დღის წესრიგში, თუმცა არა აქვს  უფლება ხელისუფლების წინააღმდეგ მხარი არ დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოებას.    

გვანცა წულაია
29.09.2022

ბოლო რამდენიმე დღეა, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან, რუსეთიდან გამოქცეული მოქალაქეების კილომეტრიანი რიგები დგას. საქართველოს რუსეთიდან მიგრაციის მორიგი ნაკადი მოაწყდა. შსს-ს სტატისტიკიდან ირკვევა, რომ რუსების ერთი ნაწილი საქართველოს ტოვებს, თუმცა მეორე ნაწილი ქვეყანაში რჩება. იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოში დიდი ხნით იცხოვრებენ, შესაძლოა, სულ მალე აქ დასაქმებაც კი მოინდომონ. სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ასეთი ფაქტების წინაშე მალე აღმოვჩნდებით.

თეონა ვეშაგური
29.09.2022

„პარტიაში მიმდინარე პროცესების გარდაუვალი შედეგი რომელიც დიდი ხანია მწიფდება"- ასე აფასებს „ნაციონალურ მოძრაობაში" ბოლო დროს გაღვივებულ კრიზისს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

ქეთო გოგოხია
29.09.2022

სოჭის გირჩებისგან ნერგების გამოყვანა სამომავლოდ ქართულ ბაზარზეც დაიწყება. პროექტზე მუშაობა  2023 წლიდან იგეგმება. 10 000 ნერგისთვის საჭირო თესლით წარმოებას ლიცენზიანტები უსასყიდლოდ  მოამარაგებენ. ამ მიმართულებით სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია სოჭის გირჩის სარგებლობის ლიცენზიის გაცემა. აუქციონი მიმდინარე წლის აგვისტოში ჩატარდა და ლიცენზიები 5 და 10 წლის ვადით გაიცა.

ელზა პაპოშვილი
29.09.2022

უკრაინელების შეტევა ქალაქ ლიმანზე წარმატებით გრძელდება. როგორც ცნობილი ხდება, უკრაინელებმა რუსებ ქალაქში ფაქტობრივად ალყაში მაოქციეს. ჯერჯერობით უკრაინული დანაყოფები ქალაქ გარეთ რაიონებს იკავებენ და რუსების შევიწროვებას აგრძელებენ. 

გვანცა წულაია
29.09.2022

უძრავ ქონებასთან ერთად, რუსეთიდან წამოსულმა მიგრაციის ახალმა ნაკადმა მოთხოვნა სასტუმროებზეც გაზარდა. რუსებისგან სასტუმროებში მიმართვიანობა იმდენად დიდი არ არის, როგორც ბინების შემთხვევაში, თუმცა მოთხოვნა აქაც მომატებულია. შედარებით განსხვავებულია სიტუაციაა რესტონებთან დაკავშირებით. იქ რუსი მიგრანტები ნაკლებად იკვებებიან, რადგან, როგორც რესტორატორები ამბობენ, ბოლო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში შემოსული ადამიანები, არ არის ის კატეგორია, რომლებიც რესტორნებს სტუმრობენ.

თეონა ვეშაგური
29.09.2022

ოპოზიციაში კვლავ აქტუალური გახდა საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხი. პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის თქმით, ყველამ კარგად გაიგო, რომ რუსეთთან დათმობის პოლიტიკა არ მუშაობს და უკუშედეგს იძლევა. როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, ოპოზიციამ იცის, რომ „ოცნება" ამას არ დათანხმდება. მაინც რატომ წამოწიეს ეს თემა? - სხვა სალაპარაკო არ აქვთ. სიღარიბეზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და ა.შ. არ საუბრობენ. საზოგადოებას არაფერს ახალს არ სთავაზობენ, გარდა ამ მომაბეზრებელი ერთი და იგივე თემებისა.

თეონა ვეშაგური
29.09.2022

„შემიძლია პირდაპირ დაგიდასტუროთ, რომ ეს არის რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ მოწყობილი სპეციალური დივერსია" - ასე აფასებს „ჩრდილოეთ ნაკადი 1"-ისა და „ნაკადი 2"-ის დაზიანების ფაქტს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანთან" საუბრისას.

თიკა სიბოშვილი
28.09.2022

პანდემიისა და შეზღუდვების შემდეგ საზოგადოება ძველებური ცხოვრების რიტმს დაუბრუნდა. ახალი სასწავლო წლის დაწყებამ და მიგრაციის მორიგმა ტალღამ დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია. უკვე რამდენიმე დღეა, რაც თბილისში გადაადგილება შეუძლებელი გახდა. დედაქალაქის მერმა სტატისტიკა მოიშველია და განაცხადა, რომ შარშანდელთან შედარებით, თბილისის ქუჩებში 130 000 მანქანით მეტი მოძრაობს, რის გამოც კომუნიკაციები გადატვირთულია. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია რამ გამოიწვია ავტომობილების მასშტაბური ზრდა და როგორ შეიძლება მდგომარეობის გამოსწორება?

გვანცა წულაია
28.09.2022

უძრავი ქონება კიდევ ერთხელ გაძვირდება. ამაზე გავლენას, ერთი მხრივ, მიგრაციის ახალი ნაკადი, მეორე კუთხით კი, სასწავლო წლის დაწყება ახდენს. ბინებზე მოთხოვნა ახლაც ძალიან გაზრდილია, განსაკუთრებით კი დედაქალაქის გარეუბნებში.

ია აბულაშვილი
28.09.2022

რუსეთში ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია გრძელდება და პარალალურად იზრდება ქვეყნის დატოვების მსურველთა რიცხვი. მეზობელი ქვეყნის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან ომში გაწვევისგან თავის დაღწევის მსურველი რუსების რამდენიმე კილომეტრიანი რიგებია.

ელზა პაპოშვილი
28.09.2022

როგორი უნდა იყოს ოფიცილური თბილისისგან რეაგირება ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტზე? რას ნიშნავს ლუკაშენკოს მოულოდნელი ვიზიტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე და აპირებს თუ არა ის მის აღიარებას. რას შეცლის ეს საქართველოსა და ბელარუსიის ურთიერთობაში? რატომ გადადგა ახლა ლუკაშენკომ ეს ნაბიჯი?  


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×