თამთა ჩაჩანიძე
23.04.2024

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის ხელმძღვანელი, ვასილი პისკარევი საქართველოში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობისგან თავი შეიკავონ. მისი ცნობით, რუსები ამ დღეებში მასიურად მონაწილეობენ ქუჩის საპროტესტო აქციებში, თუმცა, „არაა საჭირო ქართველების სტუმართმოყვარეობის ბოროტად გამოყენება".

ნატალია ჯვარიძე
23.04.2024

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. ოპოზიციის შეფასებით, ეს არის საქართველოში არსებული სიტუაციის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეფასება ბოლო წლების განმავლობაში. მმართველი გუნდი კი კვლავ იმაზე საუბრობს, რომ ამერიკელი პარტნიორები შეცდომაში არიან შეყვანილი.

ნატალია ჯვარიძე
23.04.2024

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნისაგან „რამდენიმე კვირა" აშორებს. მისივე თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სპეციალისტებს არ აქვთ წვდომის ირანელი კოლეგების საქმიანობაზე. ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში, სავარაუდოდ, სხვა სახელმწიფოებსაც გაუჩნდებათ ბირთვული ბირთვული იარაღის ფლობის ამბიცია და რეგიონში „ბირთვული რბოლა" დაიწყება.

ელზა პაპოშვილი
23.04.2024

საქართველოში რამდენიმე ახალი თაღლითური სქემა მოქმედებს, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე წამოეგო. ერთ შემთხვევაში მოქალაქეებს სმს-შეტყობინება მისდის არარსებული საფოსტო გზავნილის შესახებ. სხვა შემთხვევებში სოციალური ქსელის მომხმარებლებს რეგისტრაციის გავლასა და ამის სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების მიღებას სთავაზობენ. შსს-მ ამ საქმეებზე გამოძიება უკვე დაიწყო.

ქეთო გოგოხია
22.04.2024

სავაჭრო უცხოური პროდუქტი უმეტეს შემთხვევაში ქართულად საღდება. როგორც გაირკვა, ეს მასობრივი პრობლემაა და წლებია სავაჭრო ობიექტები მომხმარებლებს ატყუებენ, რაზეც არავინ რეაგირებს. ფაქტობრივად, საადრეო ხილ-ბოსტნეულის უდიდესი ნაწილი იმპორტულია. სპეციალსიტები პირდაპირ აცხადებენ, რომ 20 წელიწადზე მეტია ასე ხდება და რეალურად არაფერი იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემაზე მეწარმეები მუდმივად საუბრობენ და მთავრობისგან რეაგირებას ითხოვან.

ქეთო გოგოხია
22.04.2024

საქართველო ექსპორტში კვლავ პოსტსაბჭოთა ქვეყნების იმედადაა. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვით მთავრობას სწორება ევროპის ბაზრებზე აქვს, რეალობა განსხვავებულია.  როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, უმსხვილეს ექსპორტიორებს შორის 10-დან 7 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა. სპეციალისტები სხვადასხვა ფაქტორზე საუბრობენ, რაც ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს არასახარბიელოდ წარმოაჩენს. მთავარი პრობლემა წარმოების სიმცირე და ტექნოლოგიური ჩამორჩენაა, რაც ქართულ პროდუქტს ევროკავშირის ქვეყნებისკენ მოსახვედრად გზას უღობავს.

ელზა პაპოშვილი
22.04.2024

წარმომადგენელთა პალატამ რუსული გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციასაც მხარი დაუჭირა. კანონპროექტს ხმა 360-მა კონგრესმენმა მისცა 58-ის წინააღმდეგ. კონგრესის ამ გადაწყვეტილებით შეერთებული შტატების პრეზიდენტს უფლებამოსილება ეძლევა, გამოიყენოს რუსეთის სუვერენული აქტივების კონფისკაციის პროცედურა შესაბამისი სახსრების შემდგომი გადაცემით სპეციალურ ფონდებში, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას მოხმარდება. 

თამთა ჩაჩანიძე
22.04.2024

„ქართული ოცნება" 29 აპრილს საყოველთაო- სახალხო შეკრებას აანონსებს და იმედოვნებს, რომ პარლამენტის წინ 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს მიმდინარე აქციების ფონზე, დაპირისპირების რისკს ზრდის, რაზედაც საპასუხოდ მმართველი პარტია აცხადებს, რომ თუკი „დაპირისპირება და რადიკალიზაცია მოხდა, ყველა კანონის უმკაცრესი ფორმით აგებს პასუხს".

თამთა ჩაჩანიძე
22.04.2024

წინა ხელისუფლებამ ჩვენი სპორტი წარუმატებლობამდე მიიყვანა და ჩვენ დაგვჭირდა წლები იმაში, რომ სპორტისთვის მიყენებული ზიანი გამოგვესწორებინა და მივსულიყავით იმ უნიკალურ წარმატებამდე, რომელიც ჩვენ სპორტს აქვს ყველა სახეობაში დღეს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მან საზოგადოებას სამი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გააცნო.

ნატალია ჯვარიძე
22.04.2024

გამოეცამა „Fakt"-თან ინტერვიუში პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი მზად არის ქვეყნის ტერიტოირაზე ბირთვული იარაღის განთავსებას დასთანმხდეს, თუ კი ნატო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ფონზე, როცა რუსეთი აძლიერებს შეიარაღებას ბელარუსსა და კალინინგრადში. მისივე თქმით, დისკუსია პოლონეთსა და აშშ-ს შორის ბირთვული თანამშრომლობის შესახებ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდება.

ქეთო გოგოხია
22.04.2024

ნავთობპროდუქტების ბაზარზე, როგორც გლობალურ, ასევე ადგილობრივ ჭრილში, სტაბილურობის ნიშნებია, რაც ფასებზეც ადეკვატურ გავლენას ახდენს. საერთო ფონზე მოცემულობა დამაკმაყოფილებელია. ყოველ შემთხვევაში, ფასების ზრდის ტენდენცია შეჩერებულია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან იმპორტი შეწყდა და ნავთობპროდუქტები ქვეყანაში ალტერნატიული ბაზრებიდან შემოდის, ამ პროცესს ფასების მნიშვნელოვანი ზრდა არ მოჰყოლია, როგორც ამას ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობდა.

ნატალია ჯვარიძე
22.04.2024

უგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცახადებით, დასავლეთს უკრაინაში ჯარების შეყვანამდე ერთი ნაბიჯი აშორებს, თუმცა, მისი მტკიცებით, ბუდაპეშტის ამაში ჩათრევას არ დაუშვებს. ანალიტიკოსების შეფასებით, ნატოს უკრაინაში ჯარების შეყვანის ვარიანტი გამორიცხულია და ორბანის ეს განცხადება მისი პირადი ინტერპრეტაციაა.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×