მარიამ ვეკუა
05.02.2026

აკადემიური წრეები უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას მკაფიო ეწინააღდეგებიან -თსუ-ს წარმომადგენლობითმა საბჭომ 40 ხმით ერთსულოვნად რეორგანიზაციის საკითხს მხარი არ დაუჭირა, მაშინ როცა პარლამენტმა უკვე დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები. პროფესურის ნაწილი და სტუდენტები პროტესტს აგრძელებენ და პროცესს ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემისთვის გადამწყვეტ ეტაპად აფასებენ. „ოცნებაში" კი აანონსებენ, რომ ეს ნაბიჯი განათლების სისტემას უფრო გაამყარებს.

თამარ ვეფხვაძე
04.02.2026

ჩაერთვება თუ არა ე.წ. ტრამპის მარშრუტში რუსეთი? მართალია, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ზანგეზურის დერეფანში რუსეთის მონაწილეობას აბსურდულს უწოდებს, თუმცა თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ სამხრეთ კავკასიაში ტრამპი პუტინის გავლენას ირიბად აღიარებს, ეს კითხვა სრულიად ლოგიკურია. სხვათა შორის, ამ საკითხზე ქართველ ექსპერტთა აზრიც ორად იყოფა: ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ სრულიად შესაძლებელია, ტრამპის მარშრუტში რუსეთის ჩართვა, მეორე ნაწილი ამგვარ შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავს. 

თამთა ჩაჩანიძე
04.02.2026

საქართველოს ხელისუფლება კვლავ „მოთმინებით ელოდება" აშშ-ს საპასუხო რეაქციას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეხვედრაზე „ოცნების" მხრიდან კვლავ სუაბარი იყო სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლებაზე.

ნატალია ჯვარიძე
04.02.2026

ისტორიკოსი იგორ კვესელავა თბილისის სახლმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტის შეერთებას კვესელავა უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ შესაძლოა უმაღლეს სასწავლებელში რაღაც საკითხები მოსაგვარებელი ყოფილიყო, მაგრამ ამხელა რეორგანიზაციისთვის მზად არავინაა. არც იმას გამორიცხავს, რომ ხელისუფლება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდეს.

თამთა ჩაჩანიძე
04.02.2026

„ქართულ ოცნებას" მორიგი შემზღუდავი ინიციატივა აქვს - სანქციები და მათ შორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ პირებს და ჯგუფებს, რომლებიც კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას საჯაროდ არ აღიარებენ. ჯერჯერობით უცნობია „ოცნება" ამ იდეას პრაქტიკაში როდის და როგორ განახორციელებს, თუმცა ოპონენტებისგან თავშივე დახვდა მწვავე კრიტიკა.

მარიამ ვეკუა
04.02.2026

ლიბიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და საკამათო ფიგურა, საიფ ალ-ისლამ კადაფი, სავარაუდოდ, მოკლეს. ამან ლიბიაში ძალაუფლებისა და უსაფრთხოების კრიზისზე ახალი კითხვები გააჩინა - ყოფილი ლიდერის მემკვიდრის გარდაცვალების გარემოებები კვლავ ბუნდოვანია და ურთიერთგამომრიცხავი ვერსიებით ვრცელდება.

მარიამ ვეკუა
04.02.2026

ენერგეტიკული ზავის ამოწურვისთანავე რუსეთმა უკრაინის ენერგოსექტორზე არნახული ინტენსივობის სარაკეტო იერიში განახორციელა - ზამთრის პიკში განხორციელებულმა დარტყმებმა ელექტროსადგურები დააზიანა და ათასობით ადამიანი ყინვაში ისევ გათბობის გარეშე დატოვა.

მარიამ ვეკუა
04.02.2026

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროებას თამარ მეარაყიშვილის საქმე ახალ ეტაპზე გადაჰყავს - ე.წ. „კაგებე" ამტკიცებს, რომ აქტივისტი საქართველოს სასარგებლოდ მოქმედებდა და მის სავარაუდო კონტაქტებსაც, რომელშიც ქართველი მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი ფიგურირებს, პასუხისმგებლობის დაკისრებით ემუქრება.

ნატალია ჯვარიძე
04.02.2026

პარლამენტის თავმჯდომარეს ბრიუსელთან დაპირისპირება, რომელსაც „ცივი ომის" სახე ჰქონდა, უფრო ინტენსიურ, უკვე ღია კონფლიქტის დონეზე აჰყავს, ამბობს, რომ ევროკავშირი თუ სხვა დასავლური სტრუქტურა „წმინდა ძროხა" სულაც არ არის. როგორც შალვა პაპუაშვილმა ოთხშაბათის ბრიფინგზე თქვა, ბრიუსელი სხვა ქვეყნების არჩევნებში აქტიურად ერევა და ამის კარგი მაგალითი საქართველოა.

ქეთო გოგოხია
03.02.2026

ინფლაცია იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. თანაც ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც მთავრობა სურსათის ფასებზე კონტროლს იწყებს. ფასი ჯერაც მატულობს როგორც იმპორტულ, ასევე ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ დინამიკა თუ შენარჩუნდა, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს საგრძნობლად გადააჭარბებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×