ნატალია ჯვარიძე
08.08.2024

კურსკის ოლქში უკრაინული ნაწილების შეჭრა ნამდვილი შოკი აღმოჩნდა რუსული სარდლობისა და ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის. მოსახლეობაში პანიკაა. უკრაინელთა შესაჩერებლად „კადიროველებიც" კი გადაისროლეს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ საბრძოლო ოპერაციის საბოლოო მიზანი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება და ამ მოლაპარაკებისათვის უკრაინის მომგებიან პოზიციაში ყოფნის უზრუნველყოფაა. ამაზე კიევში გაკეთებული ოფიციალური განცხადებებიც მიანიშნებს.

ელზა პაპოშვილი
07.08.2024

კურსკში რუსებსა და უკრაინელებს შორის შეტაკებები გრძელდება - უკვე მეორე დღეა რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინელები შეიჭრნენ და რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრატეგიული და სამხედრო ობიექტები დაიკავეს. როგორც შიდა წყაროებიდან ხდება ცნობილი, რუსული თავდაცვის ზღუდეები გარღვეულია. თავდაცვის მეორე ხაზი გადალახულია. სუჯას გარშემო ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან უკრაინელებს ყველა სიმაღლე უკვე დაკავებული აქვს. ასევე  უკრაინული არტილერია აქტიურად ბომბავს კურსკის ოლქს. დრონები ბომბავენ ბელგოროდსა და ვორონეჟის ოლქებსაც. 

რეზონანსი
07.08.2024

ბრიტანეთში სამი პატარა გოგონას მკვლელობით გამოწვეული არეულობები არ წყდება. მიუხედავად მთავრობის ძალისხმევისა, თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტში შეტაკებები გრძელდება და ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ კონფლიქტი აშკარად რასობრივ ხასიათს იღებს.  

თამთა ჩაჩანიძე
04.08.2024

ახლო აღმოსავლეთში დიდი ომი შესაძლოა უახლოეს საათებში დაიწყოს. სხვადასხვა წყაროების ცნობით, რომ „ჰამასის" ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ ირანის ისრაელზე თავდასხმას 5 აგვისტოს გეგმავს. თუმცა, მეორე სცენარის მიხედვით, თეირანი ისრაელზე შეტევას ტიშა ბავის დღესასწაულს - 12-13 აგვისტოს დაამთხვევს, რომ ემოციური და ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს ისრაელის მცხოვრებლებზე.

ნატალია ჯვარიძე
04.08.2024

უკრაინის სამხრეთში სიტუაცია კრიტიკულია. უკრაინული ნაწილები, რომელთაც საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის დეფიციტი აქვთ, უკან დახევას აგრძელებენ. ქალაქ ჩასოვ იარში რუსებმა მოწინააღმდეგის დაცვის ხაზი გაარღვიეს და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე არხი რამდენიმე ადგილას გადალახეს. ანალიტიკოსთა ნაწილი ჩასოვ იარიდან უკრაინული ნაწილების გასვლას პრგნოზირებს.

ნატალია ჯვარიძე
02.08.2024

პოსტსაბჭოთა ისტორიაში ტყვეების ყველაზე დიდი გაცვლა რუსეთსა და დასავლეთს შორის 1 აგვისტოს შედგა - ჯამში 24 ადამიანი გაათავისუფლდა. აქედან 16 პირი მოსკოვმა გამოუშვა, დანარჩენი კი დასავლეთმა, მათ შორის მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული რამდენიმე მოქალაქე, რომელთა გამოშვებასაც რთული გადაწყვეტილება უწოდეს. გათავისუფლებულ პატიმრებს რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკაში მოათავსებენ.

ნატალია ჯვარიძე
01.08.2024

უკრაინამ ამერიკული წარმოების ეფ-16-ები ნიდერლანდებიდან უკვე მიიღო და ამ გამანადგურებლების კიდევ ერთ პარტიას დანიიდან ელოდება. ბრიტანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უკრაინულ მხარეს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ეს იარაღი კიევს რუსების საჰაერო უპირატესობის დაბალანსების საშუალებას მისცემს.

თამთა ჩაჩანიძე
01.08.2024

ირანის ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ, თეირანში „ჰამასის" ლიდერის მკვლელობის საპასუხოდ, ისრაელზე პირდაპირი თავდასხმის ბრძანება გასცა. თავად ისრაელი აცხადებს, რომ ომი არ სურთ, თუმცა ყველა სცენარისთვის მზად არიან. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, ახლო აღმოსავლეთი ფაქტიურად დიდი ომის ზღვარზეა.

ნატალია ჯვარიძე
31.07.2024

ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ბრძოლის მსურველი მოხალისეებისთვის წინასწარი გადასახადი გააორმაგა, - რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა. ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსეთის ყველა მოქალაქე, რომელიც აგვისტოდან 2024 წლის ბოლომდე შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტს გააფორმებს, წინასწარი გადასახადის სახით 400 000 რუბლს მიიღებს.

ნატალია ჯვარიძე
31.07.2024

„ჰამასის" ლიდერი, ისმაილ ჰანიე თეირანში ირანის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო, რის შემდეგაც ის ომის ვეტერანთა რეზიდენციაში იმყოფებოდა, რა დროსაც განახორციელეს საჰაერო თავდასხმა, რასაც ჰანიე ემსხვერპლა. მისი სიკვდილი „ჰამასმაც" დაადასტურა და იგი მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს. „ჰამასის" განცხადებით, ჰანიე თეირანში, მის რეზიდენციაზე განხორციელებული „სიონისტური თავდასხმის" შედეგად დაიღუპა.

თამთა ჩაჩანიძე
30.07.2024

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ას დღეზე ნაკლები რჩება, პაუზა, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის კენჭისყრაზე უარი თქმას მოჰყვა, ერთ კვირაც არ გაგრძელდა და წინასაარჩევნო კამანია ოფიციალურად უკვე განახლებულია. დონალდ ტრამპს მეტოქეობას კამალა ჰარისი გაუწევს, დემოკრატები საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად 7 აგვისტოს წარადგენენ, თუმცა სხვადასხვა კვლევაში ჩანს, რომ როგორც ჯერჯერობით დე ფაქტო კანდიდატი ბაიდენის რეიტინგს აუმჯობესებს, მაღალი რეიტინგი აქვს ტრამპსაც. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ბრძოლა თანაბარია და ცალსახად ახლა იმის პროგნოზირება ძნელია, თუ ვინ გაიმარჯვებს.

ნატალია ჯვარიძე
29.07.2024

F-16 ტიპის ავიამოიერიშეების სამართავად წვრთნა წარმატებით ამ დროისთვის მხოლოდ 6-მა უკრაინელემა პილოტმა გაიარა. როგორც გამოცემა „ტელეგრამი" წერს, საწვრთნელ პროცესში ნატოს წევრი რამდენიმე ევროპული ქვეყანა იყო.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×