თამთა ჩაჩანიძე 16.02.2025

14-16 თებერვლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, დაპირების მიუხედავად, უკრაინის ომთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის დეტალები არ გახმაურებულა, თუმცა, სპეცწარმომადგენელმა კით კელოგმა რამდენიმე საკითხი გახადა საჯარო. პირველ რიგში ცნობილი გახდა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება ჭიანურდება და ადრე დაგეგმილი 100 დღის ნაცვლად მის მომზედაბეს 6 თვე დასჭირდება, ომი კი ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს.
|
მარიამ ვეკუა 15.02.2025

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მიუნხენის კონფერენციაზე ევროპულ დემოკრატიებზე ღია და მწვავე შეტევა დაიწყო. განაცხადა, რომ კონტინენტს ყველაზე დიდი საფრთხე არა რუსეთიდან და ჩინეთიდან, არამედ „შიდა სტრუქტურებიდან" ემუქრება. ვენსის ოცწუთიანმა მონოლოგმა ევროპელი ლიდერების მწვავე კრიტიკა, „ქართული ოცნების" აღფრთოვანება და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შექებაც დაიმსახურა.
|
ნატალია ჯვარიძე 14.02.2025

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვერ ხედავს, რომ ამერიკას მზა გეგმა აქვს ომის დასასრულებლად. ამასთან, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის თქმით, აშშ-მ შესაძლოა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები და სამხედრო ძალაც კი გამოიყენოს, თუ პუტინი მშვიდობას არ დათანხმდება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ტრამპის გეგმის განხორციელება სათუოა, თუმცა შეიძლება დროებით ზავს მოეწეროს ხელი.
|
მარიამ ვეკუა 14.02.2025

აშშ შესაძლოა ევროკავშირის შურისძიების მთავარი სამიზნე გახდეს. სტრტატეგია „რკინის მუშტი ხავერდის ხელთათმანში" ევროკავშირი ტრამპის წინააღმდეგ რევანშისტულ გეგმას აანონსებს. ევროპელი ლიდერები ხაზგასმით ამბობენ, რომ თუ ტრამპი ტარიფებს გაზრდის, ევროკავშირის პასუხიც შესაბამისი იქნება - „ევროკავშირი შესაძლოა თავისი ბოლო სავაჭრო ომისთვის ემზადება".
|
ნატალია ჯვარიძე 14.02.2025

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთის „დიდ შვიდეულში" დაბრუნება სურს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ტრამპი ცდილობს რუსეთის დაშოშმინებას, რადგან დაპირისპირება არ გაგრძელდეს. რაც შეეხება რუსეთის „დიდ შვიდეულში" დაბრუნებას, ისინი ამ ეტაპზე ამას ნაკლებად ელოდებიან იქიდან გამომდინარე, რომ ეს მთელ რიგ პროცესებს მოითხოვს.
|
თამთა ჩაჩანიძე 13.02.2025

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შესაძლოა გლობალური მასშტაბის ძვრების მიზეზი გახდეს. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, ვლადიმერ პუტინთან შეთანხმდა, რომ შესაბამისმა გუნდებმა „დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები" რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე. მხარეები კონტაქტების გაგრძელებასა და შეხვედრის ორგანიზების შესახებ შეთანხმდნენ.
|
ნატალია ჯვარიძე 12.02.2025

სომხეთის პარლამენტმა სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, რასაც რუსეთიდან გამოხმაურება უკვე მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სომხეთში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც თვლიან, რომ ევროკავშირზე ორიენტირება ქვეყანას დამატებით დივიდენდებს მოუტანს.
|
ნატალია ჯვარიძე 12.02.2025

ამერიკის გარეშე უსაფრთხოების გარანტიები რეალური უსაფრთხოების გარანტიები არაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინისთვის ამერიკულ დახმარებას შეაჩერებს, ევროპა შექმნილი სივრცის შევსებას ვერ შეძლებს.
|
ნატალია ჯვარიძე 11.02.2025

იმ ფონზე, როდესაც 14 თებერვალს მიუნხენის კონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით შემუშავებული უკრაინის ომის დასრულების სამშვიდობო გეგმის წარდგენა იგეგმება, თავად ტრამპი დამაბნეველ განცხადებას აკეთებს. „შეიძლება უკრაინა ერთ დღეს რუსეთი გახდეს" - ანალიტიკოსებისთვის გაუგებარია, რა დგას მის მიერ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ნათქვამი ამ ფრაზის უკან, თუმცა ამბობენ, რომ, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტი ცდილობს ომში ჩართული მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას და მისეული ვერსიით დაასრულოს ომი.
|
ნატალია ჯვარიძე 10.02.2025

თეზისები იმის შესახებ, რომ სომხეთი აზერბაიჯანზე თავდასხმას აპირებს, უბრალოდ გამოგონილია - სომხეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეები სწორედ აზერბაიჯანში გენერირდება, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანის ოფიციალური რიტორიკა სულ უფრო მეტად არის ორიენტირებული თეზისზე, რომ სომხეთი ახორციელებს შეიარაღებას, ემზადება აზერბაიჯანზე თავდასხმისთვის და შესაბამისად, აზერბაიჯანს უფლება აქვს თავი დაიცვას და პრევენციული ზომები მიიღოს.
|
თამთა ჩაჩანიძე 09.02.2025

უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმის პრეზენტაცია 14-16 თებერვალს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე იგეგმება. მანამდე კი მედიაში ამ გეგმასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცი ვრცელდება. არაოფიციალური ინფორმაციით, მისი სამუშაო დასახელებაა „მშვიდობის დამყარების ასდღიანი გეგმა“. მისი მთავარი პუნქტი კი იქნება ცეცხლის შეწყვეტა აღდგომის დღესასწაულისათვის - 20 აპრილისათვის და სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება.
|
ნატალია ჯვარიძე 07.02.2025

აშშ-ში ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად საუბრობენ უკრაინაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. ეს კი კიევში ამძაფრებს ეჭვებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლებიდან ჩამოშორება სურს. მოსკოვშიც მიანიშნებენ, რომ ეს მათთვისაც მისაღებია და მნიშნელოვნად გააადვილებს სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|