მარიამ ვეკუა
17.07.2025

ბრიტანეთის პოლიცია ამტკიცებს, რომ რუსეთი, ირანი და ჩინეთი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ უხილავი ომის ახალ ეტაპზე გადადიან, სადაც სიცოცხლისთვის საშიშ ოპერაციებს კრიმინალების და მოწყვლადი პირების მეშვეობით ახორციელებენ, ამის შესახებ ბრიტანეთის პოლიციის ორმა მაღალჩინოსანმა „როიტერზს" უთხრა.

თამთა ჩაჩანიძე
17.07.2025

მოსკოვი ერევანს კვლავ ემუქრება, ამჯერად კრემლი ნიკოლ ფაშინიანის განცხადებამ გააღიზიანა, სადაც პრემიერი ამბობს, რომ სომხეთს სურს ევროკავშირის წვერი გახდეს, და ქვეყნის მთავრობა გააგრძელებს იმ რეფორმების გატარებას, რომელიც მას ევროპულ სტანდარტებთან დააახლოებს.

მარიამ ვეკუა
16.07.2025

რუსეთი უკრაინაში ქიმიურ იარაღს სისტემატურად და ინტენსიურად იყენებს, რასაც გერმანიისა და ნიდერლანდების დაზვერვის ანგარიშები ადასტურებს; ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლური ქვეყნები მკაცრად გმობენ მოსკოვის ასეთ ქმედებებს და სანქციების გამკაცრებას მოითხოვენ.

ნატალია ჯვარიძე
16.07.2025

სომხეთს სურს და ისწრაფვის, ევროკავშირის წევრი გახდეს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული პროცესის ფარგლებში სომხეთში ევროპული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად რეფორმები ხორციელდება.

ნატალია ჯვარიძე
16.07.2025

"50 დღის მერე შეთანხმება თუ არ გვექნება, ძალიან ცუდი იქნება. ტარიფები შევა ძალაში და სხვა სანქციები... არ ვიცი 50 დღე ძალიან დიდი ვადა თუ არის და უფრო ადრეც შეიძლება იყოს. არა მგონია, რომ 50 დღე ძალიან დიდი ვადაა" , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. ამასთან, კითხვაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა დაარტყას თუ არა მოსკოვს, ტრამპმა უპასუხა "არა, მოსკოვს არ უნდა დაარტყას".

თამთა ჩაჩანიძე
15.07.2025

2025 წლის ივლისში, უკრაინაში ომის მე-3 წელს, შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დაადასტურა გადაწყვეტილება კიევისთვის დამატებითი „პატრიოტის" ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე. ეს ერთგვარი პასუხია რუსეთის მიერ გაზრდილ საჰაერო შეტევებზე, რასთანაც უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვას გამკლავება ბოლო დროს სულ უფრო უჭირს.

ნატალია ჯვარიძე
14.07.2025

სასიამოვნოა თქვენი მასპინძლობა ბრიუსელში, ევროპისა და სომხეთის ურთიერთობები ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

მარიამ ვეკუა
14.07.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, დააანონსა, რომ უკრაინაში Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს გააგზავნის, რაც, მისი თქმით, ქვეყნის დაცვისთვის აუცილებელია. ამასთან, ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი ხაზგასმით აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში უკრაინას რეკორდული რაოდენობის იარაღი გაეგზავნება. ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან" საუბრობენ, რომ დონალდ ტრამპი, ფაქტობრივად, აგრძელებს ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, მიერ დასახულ კურსს

ნატალია ჯვარიძე
14.07.2025

ევროპის თავისუფლება ამხელა საფრთხის წინაშე არასდროს ყოფილა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, გადამწყვეტ მომენტში ვცხოვრობთ რთული გეოპოლიტიკის გამო, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, როდესაც თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდის გეგმა წარადგინა.

მარიამ ვეკუა
13.07.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალური წერილებით ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და მექსიკის პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმს შეუთვალა, რომ თუ 1-ელ აგვისტომდე ვაჭრობის გაუმჯობესებაზე შეთანხმება ვერ შედგება, აშშ ევროკავშირიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე 30%-იან ტარიფებს დააწესებს. ვაშინგტონის მკაცრ ტონს ბრიუსელსა და მეხიკოში შეშფოთებით შეხვდნენ - ბრიუსელი პროპორციული საპასუხო ზომების მიღებაზე საუბრობს ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შეთნხმება ორ მოთამაშეს შორის 1 აგვიტომდე შედგება.

ნატალია ჯვარიძე
12.07.2025

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 26 რაკეტა და 597 დრონი გაუშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსული ძალების საჰაერო იერიშების შედეგად ჩერნოვცში 2 ადამიანი დაიღუპა.

მარიამ ვეკუა
11.07.2025

ვაშინგტონის და მოსკოვის ურთიერთობები კიდევ ერთ გარდამტეხ ეტაპს უახლოვდება - დონალდ ტრამპი, რომელიც თვეების განმავლობაში ვლადიმერ პუტინს საჯაროდ აქებდა, ახლა აცხადებს, რომ რუსეთის ქმედებებით იმედგაცრუებულია და მზადაა, მომავალ კვირას მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთოს. მოსალოდნელია, რომ ეს ნაბიჯი ახალ სანქციებსა და უკრაინის მხარდამჭერი ზომების გაძლიერებას მოიცავს.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×