ელზა პაპოშვილი
01.02.2024

მძიმე დანაშაული თბილისში, სადაც მეზობელმა მეზობელი ეზოდან რამდენიმე გასროლით მოკლა. როგორც ირკვევა, 78 წლის მამაკაცი, მისავე შუახნის მეზობელმა გამოასალმა სიცოცხლეს. 

თბილისის აეროპორტის დასახლებაში პენსიონერს მეზობელმა მაშინ ესროლა, როცა ის ეზოშიცოლთან ერთად სეირნობდა. მოხუცი  ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივები მკვლელობის მოტივად მამაკაცის მძიმე ფსიქიკურ  მდგომარეობას ასახელებენ. მათი თქმით, მოკლულსა და ბრალდებულს შორის რაიმე კონფლიქტი არ არსებობდა, ამიტომ მკვლელობის  მოტივად მისი მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა სახელდება. 

მამაკაცი ცხელ კვლაზევე დააკავეს. ის ახლა ბრალის წარდგენას ელოდება. თუმცა არ არის გამორიცხული, დაინიშნოს ფსიქიატრიული ექსპერტიზა და ბრალდებული ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანონ.  

მოკლულის  მეზობლების თქმით, ბრალდებული ადრე კონკრეტული პირის დაჭრისთვის დააკავეს და შემდეგ ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. დაწესებულება კაცმა რამდენიმე თვის წინ დატოვა. უცნობია, საიდან ჰქონდა დაკავებულს ცეცხლსასროლი იარაღი. 

„ნასამართლევია, ადრე ფსიქიატრიულში იწვა. მაშინაც კაცი დაჭრა. არ ჰქონდა ამ მოხუცთან არანაირი  პირადი კონფლიქტი. ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ გაგვიგია. ეს კაცი ავად იყო და ცოლმა გარეთ ეზოში გამოიყვანა. მან კი ეზოდან იარაღიდან ესროლა.  არ ვიცით, საიდან ჰქონდა იარაღი, ვინ მისცა. მას აქვს ფსიქიკური პრობლემები. მკურნალობდნენ  და გამოკეთდაო. აღარ ჰქონდა პრობლემები და ბოლო დროს რა მოხდა არ ვიცით. ძალიან დაგვენანა მოხუცი კაცი, რას ერჩოდა, ცოდო იყო. შოკირებულები ვართ ამ ამბით. ცოლმა დაინახა, რომ ეზოდან ესროლა. რომ ატყდა ყვირილი და ამბავი, მეზობლებიც  შეცვივდნენ და კაცი უკვე გარდაცვლილი იყო. თავად სახლში დახვდა პოლიციას და არსად წასულა“, - აცხადებენ მეზობლები.       

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×